Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO გამარჯვების დღის აღნიშვნაზე - "ახლა არ არის ზეიმის დრო! ახლა მზადების დროა!"


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალჩინოსანი მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, ეძებონ ალტერნატიული გზები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად. ჰანს კლუგემ 7 მაისის ბრიფინგზე განაცხადა:

„ახლა არ არის ზეიმის დრო! ახლა მზადების დროა! მოდის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - „გამარჯვების დღე“ - 9 მაისი. მსურს შევაქო ის მთავრობები, რომლებმაც მიიღეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილება - გადაედოთ ან შეეცვალათ გამარჯვების დღის აღნიშვნა, აღლუმები. მათ ნამდვილად დააყენეს ჯანმრთელობა ყველაფერზე მაღლა.

ამ უწყებაში დიდი პატივისცემით ვუდგებით ამ ისტორიულ თარიღს, მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო ალტერნატიული გადაწყვეტილებებისთვის, რომ საფრთხე არ შევუქმნათ ადამიანების სიცოცხლეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG