Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო თბილისში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება


თბილისის წყალბურთის კლუბ „დინამოსა“ და საფრანგეთის „მარსელს“ შორის მატჩი ცარიელ დარბაზში გაიმართება. ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეათე ტურის შეხვედრას „ოლიმპიკის“ აუზი დღეს უმასპინძლებს და კორონავირუსის რისკის გამო თამაშს მაყურებელი ვერ დაესწრება. ინფორმაცია საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ გაავრცელა სოციალურ ქსელში.

„ბოლო დროს, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ ჩატარდეს მაყურებლების გარეშე“, - დაწერა საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ ფეისბუკის გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG