Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან „შემოგდებული“ თემები


რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი) ფორუმი გაიმართა.

ყველა ქვეყანას, რომელიც რუსულ პროპაგანდას ებრძვის, როგორც წესი, საერთო გამოწვევა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის გარე ძალები, რომლებიც დეზინფორმაციით ცდილობენ სახელმწოფოს განვითარებაზე ზემოქმედებას და, მეორე მხრივ, შიდა ეთნო- ნაციონალისტური ჯგუფები, რომელთა გზავნილებიც კრემლის პოლიტიკას ემთხვევა.

აი, რამდენიმე საერთო ტენდენცია, რომელიც ფორუმში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის თანაბრად გამოიკვეთა. რუსული პროპაგანდა, რომელიც საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მუშაობს, ცდილობს:

  • დასავლური ღირებულებების გაფერმკრთალებას;
  • დასავლეთის ქვეყნებში არსებული კრიზისების ხაზგასმას;
  • კულტურათა შეუსაბამობის იდეის დამტკიცებას;
  • კონფლიქტის გაღვივებას ძირითად მოსახლეობასა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი ფორჩხიძის თქმით, რუსეთის საინფორმაციო ომის სამიზნე საქართველოს საგარეო პოლიტიკისყველა პრიორიტეტია, იქნება ეს ნატოში შესვლა თუ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაცია.

ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება როგორც ვებსაიტები, ასევე სოციალური ქსელები, რაც ართულებს სანდოინფორმაციის დეზინფორმაციისგან გარჩევას.

ირაკლი ფორჩხიძე რამდენიმე რჩევას გვთავაზობს:

  • დააკვირდით წყაროს - რამდენად სანდოა პლატფორმა, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს;
  • აქვს თუ არა ამავე წყაროს გამოქვეყნებული სხვა ინფორმაცია;
  • შეადარეთსაეჭვო ინფორმაცია იმავე თემატიკაზე გამოქვეყნებულ სხვა სანდო მედიასაშუალებების მასალებს;
  • დააკვირდით ინფორმაციის შიგნით მოხმობილ წყაროებს.-ეს წყაროები თუ გამოგონილია, ინფორმაცია სანდოდ ვერ ჩაითვლება;
  • გაითვალისწინეთ, რომ დეზინფორმაციაშეიძლება შეიცავდეს ზუსტ ფაქტებსაც, თუმცასტატიაში ჩამოთვლილი რამდენიმე ამბიდან სიმართლე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ან ორი.

„რუსული პროპაგანდის ძალა იმაშია, რომ იყენებს საზოგადოებაში უკვე არსებულ განწყობებს, ეჭვებს, შიშებს. რუსული საინფორმაციო ომი ნეგატივზეა აწყობილი, რადგან დადებითის წარმოჩენით ის დასავლეთს კონკურენციას ვერ გაუწევს“, - ამბობს რონდელის ფონდის წარმომადგენელი, გიორგი ბადრიძე.

მისივე თქმით, რუსულ პროპაგანდას მხოლოდ არასამთავრობო სექტორი ვერ დაუპირისპირდება, სახელმწიფო სტრატეგია კი ამ კუთხით არ არსებობს.

ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ის ფაქტი, რომიანვარში სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების შესახებ კანონის მიღების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა:

როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, სადაც შეიძლება იყო ანონიმური, რომელიც ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული, მე მგონი, საჭიროა ამ კუთხით ვიფიქროთ. მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, რა კანონი უნდა მივიღოთ ან არის თუ არა ჩვენთვის შესატყვისი რომელიმე ქვეყნის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ორივე პრინციპს შეითავსებს - ადამიანის ღირსების დაცვასაც და სიტყვის თავისუფლებასაც, მაგრამ ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“.

პრეზიდენტის ინიციატივამ მაშინვე გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ნაწილისპროტესტი. არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ მსგავსი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული და რომ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლა მედიაწიგნიერებითაა შესაძლებელი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG