/
კარგად გახსოვს 2018 წელი? შეამოწმე შენი ცოდნა
6 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ბოტები. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განმარტეს, ამ ფორმით გააპროტესტეს „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტული ინსტრუმენტები”. 5 ივნისს პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პრემიერის მიერ ფეისბუკზე გაკეთებული განცხადების მომწონებელთა უმრავლესობა ქართველი არ იყო. ფეისბუკში მალე დაიწყეს ხუმრობა იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი განცხადებისთვის რელევანტურობის იერის მისაცემად ყალბი მომწონებლების არმიას, იმავე "ბოტებს", ყიდულობდა.
დავით უსუფაშვილის საარჩევნო დევიზი იყო: „მეტი შეგვიძლია“. „გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდაპოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია“, - წერდა დავით უსუფაშვილი, რომელმაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2,3 % მიიღო.
პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანიმ განაცხადა: „დღეს დაგითმეთ დედა. დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი, ეს ჩვენთვის, შვილებისთვის, ძალიან საამაყოა".
24 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ინტერვიუს დროს დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ქონებაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ სესიაშვილის სახლის აუზი იაფი დაჯდებოდა, რადგან წყალი გაშვებული არ იყო. "310მ2 ეს სახლი, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული, მინებია ჩასმული და გალესილია. მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი და 310 კვადრატული რომ 100 დოლარზე გაამრავლო, 31 000 დოლარია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
„უფრო ბრუტალურად ვიმოქმედებთ“, „ვიმოქმედებთ ყველაზე ბრუტალური მეთოდებით“, „ვიქნებით ბევრად ბრუტალურები“ - ასეთი განცხადებები გააკეთა გიორგი ჭელიძემ 13 მაისს გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობისას. მოგვიანებით შს სამინისტრომ გიორგი ჭელიძე დააკავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ვიდეო, რომლის საფუძველზეც შსს-მ დაიწყო გამოძიება, ფაშისტურმა მოძრაობამ 27 აგვისტოს გაავრცელა სოციალურ ქსელში. კადრებში ჩანს, როგორ ისვრის მოძრაობის რამდენიმე წევრი ცეცხლსასროლ იარაღს. ვიდეოს “ფაშისტური კვირადღე” ჰქვია.
მარიხუანის წარმოებასა და ექსპორტზე საუბრისას დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ასევე თქვა: "ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს".
13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი ელჩინ ალახვერდიევი - ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდება. ის ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ.
“გიორგი გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერობა. არ არის ისეთი რაღაც, ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით. კანონპროექტი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ, რა, იმიდან. თუ ეგ გახდა, ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება მთავრობას”, - განაცხადა მეუფე იაკობმა 29 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში.
"უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებულო სიყვარულის ნაყოფო, თქვენ მინდა მოგესალმოთ“, - ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ექიმმა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი გამოიფინა იტალიის ქალაქ კოზენცაში, სადაც ქუთაისელმა მხატვრებმა 2018 წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პლენერში ("Bocs Art"). პორტრეტი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა. დასკვნით გამოფენაზე იტალიის მხარის მიწვევით კოზენცაში ჩასული იყო ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც.