უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

ასობით ქართველი იბრძვის უკრაინელი სამხედროების გვერდით და ეხმარება მათ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ათობით მათგანი საომარ მოქმედებებს შეეწირა

2026 წლის 18 მარტი. მომზადებულოა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის, ვოიტეკ გროიეცისა და ივან გუტერმანის მიერ

ეს არის განახლებადი პორტალი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველის უკუკავშირი. თუკი გაქვთ ცნობები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ, მოგვწერეთ აქ.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა.

რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

ეს პორტალი გიყვებათ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ამბებს, რომელთა შორისაც არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეები.

მებრძოლები

გამოიყენეთ ძებნა სიის დასავიწროვებლად.

ნაჩვენებია 0 0-დან
ნაჩვენებია 0 0-დან