აზერბაიჯანში შენდება მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა
Your browser doesn’t support HTML5
აზერბაიჯანში შენდება 185-სართულიანი ნაგებობა, რომლის სიმაღლე 1050 მეტრი იქნება. მშენებლობა მიმდინარეობს კასპიის ზღვაში შექმნილსა და ბაქოდან 25 კილომეტრით დაშორებულ ხელოვნურ კუნძულზე. პროექტის დასრულებას 2019 წლისთვის ვარაუდობენ. „აზერბაიჯანის კოშკი“ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იქნება - 222 მეტრით უფრო მაღალი, ვიდრე დუბაის „ბურჯ ხალიფა“, რომელიც ჯერჯერობით სათავეში უდგას ყველაზე მაღალი შენობების სიას.