სერგეი უდალცოვი მხარს უჭერს ასტრახანში მოშიმშილეებს

Your browser doesn’t support HTML5

9 აპრილს მოსკოვში, ასტრახანის ოლქის გუბერნატორის წარმომადგენლობასთან, რუსეთის ოპოზიციური მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ იქ მივიდა, რათა მხარი დაუჭიროს ასტრახანში მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეებს. მოშიმშილეები სოლიდარობას უცხადებენ ასტრახანის მერობის კანდიდატს ოლეგ შეინს და აცხადებენ, რომ მან არჩევნები მხოლოდ კენჭისყრის გაყალბების შედეგად წააგო.