სირიაში მომხდარი აფეთქება სამოყვარულო ვიდეოზე
Your browser doesn’t support HTML5
25 აპრილს გადაღებულ სამოყვარულო ვიდეოზე, რომელიც ასოშიეიტედ პრესის სააგენტომ გაავრცელა, აღბეჭდილია სირიის ქალაქ ჰამაში ძლიერი აფეთქება. სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებას, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეეწირა და მისი მიზეზი იყო მეამბოხეთა არასწორი მოპყრობა ასაფეთქებელ მასალასთან. თავის მხრივ, მეამბოხეები ამბობენ, რომ არ იციან, რამ გამოიწვია აფეთქება. მათივე მონაცემებით, დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი.