აზერბაიჯანელი დემონსტრანტები მედიის თავისუფლებას მოითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ დააპატიმრა საპროტესტო დემონსტრაციის რამდენიმე ათეული მონაწილე, რომლებიც მედიის მეტ თავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს დემონსტრაცია ერთ-ერთია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის ოპონენტთა მიერ მოწყობილ იმ აქციებს შორის, რომლებიც ორგანიზატორებმა საგანგებოდ დაამთხვიეს „ევროვიზიის სიმღერის კონკურსს“. ამ პოპულარული კონკურსის ფინალი 26 მაისს, ბაქოში გაიმართება (რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ვიდეო).