თურქეთში გამოსვლების მესამე კვირა დაიწყო

Your browser doesn’t support HTML5

თურქეთში უკვე მესამე კვირაა, რაც დემონსტრაციები და პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება. სტამბოლში ერთი კაცის მდუმარე პროტესტს ასობით დემონსტრანტმა მიბაძა. ანკარაში კი პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ასობით დემონსტრანტის დასაშლელად. დემონსტრანტები კიზილაიში, სამთავრობო უბანში შეიკრიბნენ დროშებით და მაშხალებით. ისინი პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.