მსოფლიოს ყველაზე ჭუჭყიანი "სათამაშო მოედნები”
ველოსიპედზე ამხედრებული ბიჭუნა სარაევოს გარეუბან ბუტმირში, სადაც, ძირითადად, ბოშები ცხოვრობენ (ბოსნია-ჰერცეგოვინა).
ჯაკარტელი ბავშვები თამაშობენ დაბინძურებული მდინარე მარმუნდის ქაფში, წყლალდიდობის შემაკავებელ არხთან (ინდონეზია).
ბიჭი თამაშობს საბურავით. იქვე კარაჩის ღარიბი მოსახლეები ნაგავს წვავენ (პაკისტანი).
ლუჩანო მონტეროსა (მარცხნივ) და სამუელ ნუნიესის საყვარელი სათამაშო ადგილი ქალაქ სანტა ფეს ერთ-ერთი ნაგავსაყრელია (ბუენოს-აირესის ჩრდილოეთით, მისგან 480 კმ-ის დაშორებით, არგენტინა).
ხუთი წლის სანა ძონძების "საქანელაზე". ირგვლივ ნაგავი იწვის (ბომბეი, ინდოეთი).
ავღანელი ბიჭები თამაშობენ გუბურასთან, ქაბულის ლტოლვილთა დასახლებაში.
ბიჭები თამაშობენ სილინოტის თბოელექტროსადგურთან (ჩინეთი).
ინდონეზიელი ბიჭუნა დანაგვიანებულ მდინარეში (ჯაკარტა).
ბანგლადეშელი გოგონა ნაგვის ნარჩენებზე ხტება. ეს ნარჩენები გამოიყენება ფრინველის საკვების დასამზადებლად (ტყავის ქარხანა, დაკა).
ბავშვები ღატაკთა გარეუბანში (კარაჩი, პაკისტანი).
ბიჭი თამაშობს ნაგავსაყრელზე, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობს და ფულს ნაგვის გადამუშავებით შოულობს (ფილიპინები).