გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, პოლიციელები, სამხედროები და სასწრაფო დახმარების მანქანა 11 იანვარს, შუადღით გამოჩნდნენ. კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ცხედარს მათ იმავე დღეს სოფლის სასაფლაოსთან ნაძვნარში მიაგნეს.
სოფელ კირბალის შესასვლელში ახლა პოლიციის სამი მანქანა დგას. ორი ეკიპაჟი კი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პატრულირებს. კირბალს მთა და ტყის მასივი ესაზღვრება, მთის მიღმა ოკუპირებული ღრომის ხეობაა, სადაც საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა განთავსებული.
სარწყავი წყალი ქართული და ოსური სოფლებისთვის - ერგნეთის მოლაპარაკებების პროცესში ეს ის საკითხია, რომელზე შეთანხმებას მხარეები ახერხებენ, რადგან ბაღ-ვენახების გასარწყავება ორივე მხარის ინტერესშია.
„გამარჯობა ბიჭებო” - ეს იყო ის საბედისწერო სიტყვები, რომლებიც ჟურნალისტებმა ცხინვალის შესასვლელთან წარმოთქვეს. მისალმებაზე, მკლავზე თეთრსახვევიანმა ჯარისკაცებმა გინებით უპასუხეს.
2008 წელს რუსული ავიაციის მიერ გორში პირველი ბომბის ჩამოგდებისთანავე, 8 აგვისტოს ნადიბაიძეების ოჯახი სარდაფში გადასახლდა, ნელ-ნელა მათ მეზობლებიც შეიფარეს. მათემატიკის მასწავლებელი აზა ნადიბაიძე იხსენებს როგორ გამოიარეს მან და მისმა ახლობლებმა ომი.
7 აგვისტოს გორის სამშობიარო სახლში შეიყვანეს. თორმეტს აკლდა 15 წუთი რომ იმშობიარა. გოგო დაიბადა, მაგრამ მას ნორმალურად არავინ მიფერებია. ცოტა ხნით ადრე ომი დაიწყო.
გორში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რამდენიმე წლის წინ აშენდა. ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულის სადარბაზო სხვებსას არ ჰგავს. კედლები ფერადი საღებავებითაა მოხატული.
თითქმის ერთი თვეა, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე ოჯახის წევრებს ვეღარ უკავშირდება. მისი ნათესავები ცდილობენ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან მიიღონ.
ჩიხი - ამ სიტყვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის შესაფასებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ. მეთხუთმეტე წელია, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები შვეიცარიაში საკუთარი მოთხოვნებით და დღის წესრიგით ჩადიან, თუმცა მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
ცხინვალის ე.წ. პარლამენტში მუშაობა დაიწყეს მიმართვაზე, რომელითაც ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მამუკა ჩხიკვაძის ნათესავები მის გათავისუფლებას მეორე თვეა უშედეგოდ ელოდებიან. მაისში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება გამოსცა და მამუკა ჩხიკვაძეს იმედი გაუჩნდა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, ომისგან დაზიანებული სახლის აღდგენას ცისანა თაზიაშვილი თითქმის 15 წლის განმავლობაში ელოდა. შარშან საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზარდიანთკარში 28 სახლის აღდგენას დაიწყებდა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
მარიამ ვაშაგაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქვეშში ცხოვრობს. ქვეში ოკუპირებულ არცევს ესაზღვრება და მავთულხლართებით არის გარშემორტყმული. არცევში რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა მთის წვერზეა განთავსებული, საიდანაც შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეები როგორც ქვეშს, ისე არცევს აკონტროლებენ.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, გადასაადგილებელი საშვის გაცემის პროცედურა მესამედ შეიცვალა. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ.
72 წლის ტარიელ ცაბაძე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, რომლის ორ ოთახს სათავსოდ იყენებს, ყოველდღე შედის და ვაშლის გადარჩევას იწყებს.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე შესაძლოა მალე გაათავისუფლონ, ამ მოლოდინის შესახებ თავად აცნობა ნათესავებს.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გაგლოევის ჩასვლას ელოდებიან. მართალია, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა დაბაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამზადისი უკვე შეინიშნება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის სისტემა მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი აგუნდა პლიევა ესაუბრა.
ჩამოტვირთე მეტი