თბილისში ნელ-ნელა ირთვება საახალწლო განათებები. ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს წელს ადგილი შეუცვალეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგეს. ყველაზე მეტად განათებული თბილისის ცენტარლური ქუჩებია.
42 ათასი ლარი შეგროვდა საქართველოსა და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების აუქციონზე, რომელიც კამპანიის - „ძლიერები არ ძალადობენ" ინიციატივით ფუნიკულიორზე ჩატარდა.
ნისიების რვეული თითქმის ყველა პატარა მაღაზიას აქვს. ამ რვეულებში ინახება მთელი უბნის წვრილმანი ვალები - ვინ რამდენი ყველი, ყავა, სიგარეტი და ღვინო წაიღო, რამდენი ლარი აქვს გადასახდელი, რამდენი გადაიხადა, რამდენი დარჩა.
ჩამოტვირთე მეტი