აღმოსავლეთი ავღანეთის პროვინცია ხოსტში ამერიკის ავიაციამ ახალი დარტყმები განახორციელა იმ ადგილებზე, სადაც, სავარაუდოდ, იმყოფებიან თალიბანისა და ”ალ ყაიდის” მეომრები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ინდოეთს და პაკისტანს მოუწოდა დიალოგისკენ ქაშმირის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა გააკრიტიკეს ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მოქმედება,
ინდოეთის თქმით, იგი მზად არის, თავადაც უპასუხოს პაკისტანის მიერ დაძაბულობის შესუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს,
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ჩჟუ ჟუნძი დღეს დელიში ჩავიდა ერთკვირიან ოფიციალურ ვიზიტად.
ირანის თავდაცვის მინისტრი, ადმირადი ალი შამხანი, კატეგორიულად უარყოფს მისი ქვეყნის რაიმე კავშირს პალესტინის ავტონომიისთვის იარაღის არალეგალურად მიწოდებასთან.
ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ერაყს მოუწდა, მკაცრად დაიცვას გაეროს რეზოლუციების დებულებები, რომლებიც ერაყის სამხედრო პროგრამას ეხება, რათა თავიდან აიცილოს შეერთებულ შტატებთან სამხედრო დაპირისპირება.
გროზნოს ერთ-ერთ ბაზარში ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა მოკლული.
ბრაზილიის პრეზიდენტი ფერნანდუ ენრიკი კარდოზო დღეს ოფიციალურ ვიზიტად ჩავიდა მოსკოვში.
სამხრეთ ავსტრალიაში მნიშვნელოვნად შესუსტდა ხანძრები, რომლებიც უკვე სამი კვირაა მოდებული აქვს ტყეებისადა და ბუჩქნარის დიდ მასივებზე.
დღეისათვის ნატოს წევრმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორმა 16-მა ქვეყანამ გააკეთა განაცხადი ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში სამშვიდობო სწავლებებში მონაწილეობაზე,
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რეგიონალურ შეხვედრას უმასპინძლებს ორშაბათს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში”.
ჩამოტვირთე მეტი