ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ზემანმა და ვიცე-პრემიერმა ვლადიმირ შპიდლამ გაამძაფრეს ვერბალური ომი ავსტრიის მემარჯვენე პოლიტიკოსთან იორგ ჰაიდერთან.
შეერთებული შტატებისა და ინგლისის პრესა იუწყებოდა დღეს, რომ ჩინეთმა მიაგნო 27 ფარულ სასმენ მოწყობილობას ჩინეთის პრეზიდენტისთვის-ცზიან ძემინისთვის განკუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც შეერთებულ შტატებისგან იყიდეს.
საუდის არაბეთში ამ ქვეყნის მეფესთან ფაჰდთან და კრონპრინცთან აბდულა ბინ-აბდულ აზიზთან მოლაპარაკება გამართეს ავღანეთის პრემიერმა კარზაიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულამ.
ისრაელის პოლიტიკური ბლოკის “ლიკუდის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა თვითმმართველობის ლიდერი იასირ არაფათი ავტონომიის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ.
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი ეგვიპტეში ჩავიდა დღეს, რათა ამ ქვეყნის ხელისუფლებთან, შარშან, 11 სექტემბერს მოწყობილი ტერაქტების შესახებ მოილაპარკოს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ სატარმა განაცხადა, რომ პაკისტანი აპირებს წარუდგინოს ინდოეთს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების თავისი სია.
“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ჩეჩნეთიდან იუწყება, რომ გროზნოს გარეუბანში, მიჩურინოში მსხვილკალიბრიანი იარაღით სროლა აუტეხეს მსუბუქი ავტომანქანების სადგომს.
სერბიის პროვინცია კოსოვოში განთავსებული ნატოს ჯარის წარმომადგენლებმა დაიჭირეს კოსოვოს საგანგებო სამსახურის, “კოსოვოს დაცვის ჯგუფის” სახელით ცნობილი გაერთიანების ერთი წევრი.
ბულგარეთში დღეს საზეიმოდ დადო ფიცი ამ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, ყოფილმა კომუნისტმა გეორგი პარვანოვმა.
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, რუუდ ლუბერსმა დღეს ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების საქმეში ”საკვანძო მნიშვნელობის ადამიანად” მოიხსენია ჩეჩნეთის პრეზიდენტი და მეამბოხეთა ლიდერი, ასლან მასხადოვი.
პაკისტანის პრეზიდენტ, ფერვეზ მუშარაფის ვარაუდით, ოსამა ბინ ლადენი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს.
საქართველოს ბიუჯეტის პროექტს მიემხრო 132 პარლამენტარი, წინააღმდეგი იყო 21.
ჩამოტვირთე მეტი