ერთიანმა საერთოევროპულმა ვალუტამ, ევრომ, დღეს პირველ სერიოზულ გამოცდას გაუძლო.
ათასობით ავღანელი კვლავ პაკისტანში გარბის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განკარგულება გასცა რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზანვნილის, ენტონი ზინის, ვიზიტის წინ შესუსტდეს პალესტინის ავტონომიის ტერიტორიის ბლოკადა.
ქაშმირის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ტერაქტი მოხდა – შტატის პარლამენტის შენობასთან ორი ყუმბარა აფეთქდა.
საფრანგეთსა და იტალიაში გაფიცვა გამოაცხადეს ბანკების თანამშრომლებმა.
ჩეჩნეთში გრძელდება ბრძოლები სოფელ ცაცან-იურტში, სადაც დეკემბრის ბოლოს შევიდა ჩეჩენ მებრძოლთა დაახლოებით ასკაციანი რაზმი.
აზერბაიჯანის ხელისუფლება იტყობინება ისლამისტთა ჯგუფის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ბაქოში შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმების მომზადებაში.
ავღანეთში ამერიკის საავაციო შეტევების შედეგად მოკლულია თალიბების უშიშროების მინისტრი კარი აჰმადულა.
პირველი იანვრიდან რუმინეთის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ დასავლეთი ევროპის ქვეყნებში.
ბოლო ორი კვირის მანძილზე მეხუთე დროებით პრეზიდენტს ირჩევს დღეს არგენტინის კონგრესი.
დღეიდან, ბელგიის ხელისუფლებამ ევროპის კავშირის თავმჯდომარეობა, ეს თანამდებობა მორიგეობით უჭირავთ ხოლმე წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს, ესპანეთს გადააბარა.
ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ევროზე, ახალ ფულზე გადასვლის პროცესის დაწყებით. ევროპის კომისიის წარმომადგენლის გერასიმოს ტომასის თქმით,
ჩამოტვირთე მეტი