ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ, განაცხადა, რომ ავღანელი ხალხის სურვილია, უშიშროების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები მთელს ქვეყანაში განთავსდეს.
გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, ქაბულიდან თეირანში ჩავიდა.
ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელი, ტომი ფრენკსი ქაბულში შეხვდა დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრს, მაჰამად ფაჰიმს.
დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ჩაატარა თათბირი, რომელზეც განხილულ იქნა პალესტინელთა ავტონომიის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები.
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის არსებული ფორმატით გაგრძელებაზე თბილისი არ დათანხმდება.
გაეროში საქართველოს ელჩს, პეტრე ჩხეიძეს, ამავე ორგანიზაციაში გერმანიის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოუთქვეს
ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” კვლავ აცხადებს, რომ გაერომ საქართველოდან უნდა გაიწვიოს თავისი საგანგებო წარმომადგენელი, დიტერ ბოდენი.
რთული ბუნებრივი პირობების გამო კოდორის ხეობაში განლაგებული თავდაცვის სამინისტროს 350-კაციანი რაზმის გაყვანა მომდევნო ხუთი თვის მანძილზე ვერ მოხერხდება
მოძრაობა “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა” და აფხაზეთის მებრძოლთა კავშირის 400-მდე წევრმა დღეს, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო მიტინგი მოაწყო.
ინდოეთმა დღეს გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის ტრანსპორტირება შეუძლია.
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ჰეიდარ ალიევმა, მოსკოვში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის სტატუსის, პრინციპებისა და გამოყენების პირობების თაობაზე.
შეერთებული შტატები კვლავინდებურად შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა მდგომარეობით ცენტრალურ აზიაში;
ჩამოტვირთე მეტი