ავღანეთის გარდამავალი მთავრობის პრემიერი ჰამიდ კარზაი დღეს ამერიკელ სენატორთა ჯგუფს შეხვდა ვაშინგტონში.
ისრაელის თადარიგის სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი უარს ამბობს იმსახუროს პალესტინელთა ტერიტორიებზე.
ტაშკენტში იმყოფება ევროპისა და აზიის საქმეებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ელისაბეტ ჯონსი, რომელმაც თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშომლობას პერსპექტივა კარგი აქვს.
რუმინეთის პრემირ-მინისტრმა ადრიან ნასტასიემ უარყო მოლდავეთის ბრალდება ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს დებულება დღეს იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა დაამტკიცა. საბჭო წარმოადგენს იუსტიცის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს და მის შემადგენლობაში 17 წევრია. დამოუკიდებელ საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაწევრიანდნენ.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილო რუსეთისა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შესახებ ოქმს ხვალ მოაწერენ ხელს.
პაკისტანი იმედგაცრუებულია ინდოეთის უარის გამო, რომელიც მან მიიღო საზღვრისპირა არეალიდან ჯარების გაყვანის შესახებ დელისთვის მოლაპარაკების შეთავაზებაზე.
ალბანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერებთან დაუსრულებელი კამათის შემდეგ გადადგა ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ილირ მეტა.
ავღანეთის ფაქთიის პროვინციის გუბერნატორმა, გავლენიანმა საველე მეთაურმა ფაჯა ხანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ალ ყაიდის” დაახლოებით 1200 მებრძოლი ავღანეთის აღმოსავლეთში, სოფელ ზურმათის არეალში გადაჯგუფებას აწარმოებს.
ქაბულში საზეიმო ცერემონიაზე, გარდამავალი მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი დროშა აღიმართა.
ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის მიმართ თავისი ქვეყნის სრული მხარდაჭერა გამოხატა ამ ქვეყნის ევროპის კავშირში ინტეგრაციის საქმეში.
უკრაინის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო დღეს დილას კიევში ავარიაში მოყვა და სერიოზულად დაშავდა.
ჩამოტვირთე მეტი