მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ – ახსნა-განმარტების გარეშე – კიდევ ერთი წლით გააგრძელა სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი.
ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზაიმ ეროვნული ტელევიზიით პირველად გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია ახალ იარმიის შექმნა და ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარება.
პაკისტანში ავარია განიცადა შეერებული შტატების სამხედრო თვითმფრინავმა.
ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების შტაბმა ოთხშაბათს ოფიციალურად უარყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად, გასული წლის ივნისში დაშლილი ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 4 ძლიერი რადიაციული წყარო აღმოაჩინეს.
ოფიციალურმა სოხუმმა ოთხშაბათს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების შემდგომი მოქმედების საკითხის გადაწყვეტისას აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შესაძლებლობა გაითვალისწინოს.
საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის 62 კილომეტრიან მონაკვეთზე ეუთოს დამკვირვებელთა 3 იანვარს დაწყებული მონიტორინგის პირველ კვირაში არცერთი ექსცესი არ დაფიქსირებულა.
რიჩარდ მეიმ, მთავარმა მოსამართლემ სამხედრო ტრიბუნლისა, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის, საქმეს განიხილავს,
ევროპის კავშირმა და გაერომ მწვავედ გააკრიტიკეს ტერაქტი, რომლის შედეგადაც ისრაელის ოთხი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული და ორი დაიჭრა.
რუსეთის სამხედროებმა დაამთავრეს სპეცოპერაცია არღუნში - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ.
ინდოეთისა და პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელები ეგრეთწოდებული "ცხელი ხაზით" იმყოფებიან მუდმივ კავშირში, რათა შეძლებისდაგვარად აიცილონ თავიდან კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
თურქეთის იუსტიციის მინისტრი, ჰიქმეთ სამი თურქი, გამოვიდა ციხის რეფორმის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, ერთ საკანში 9 ადამიანამდე შეიძლება იყოს მოთავსებული.
პალესტინელთა თვითმმართველობის ინფორმაციის მინისტრმა აბედ რაბომ განაცხადა, რომ შეიქმნა კომისია,
ჩამოტვირთე მეტი