გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” ჟურნალისტები კვლავაც იმედოვნებენ, რომ მათი კოლეგა დანიელ პერლი, რომელიც გასულ კვირაში გაიტაცეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, ცოცხალია.
”პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის” სახელით ცნობილმა რადიკალურმა დაჯგუფებამ დღეს განაცხადა, რომ გამოდის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასკომიდან, ორგანოდან,
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შუა აზიის ქვეყნებმა თავად უნდა უზრუნველყონ ვითარების სტაბილიზაცია ამ რეგიონში.
ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზაიმ შექმნა საგანგებო კომისია, რომელმაც ურთიერთმოქიშპე ფრაქციებს შორის უკანსკნელ დროს მომხდარი ძალადობის ფაქტები უნდა გამოიძიოს.
ექსპერტებმა, ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დღეს განაცხადეს, რომ გლობალურ ეკონომიკას გამოჯანსაღების ნიშნები ეტყობა, თუმცა ჩავარდნები კვლავაცაა მოსალოდნელი.
საფრანგთის 190-კაციანი სამხედრო შენაერთი ყირგიზეთში ჩავიდა დღეს, სადაც ბიშკეკის მახლობლად მდებარე მანასის აეროპორტი უნდა მოამზადოს იქ ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად.
ირანის პრო-რეფორმისტულმა პარლამენტმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ირანს ემუქრება,
გაეროს უწყებამ, რომელიც ლტოლვილთა საკითხებს განაგებს, დღეს განაცხადა, რომ განვლილი ერთი თვის მანძილზე ავღანეთში 100,000-ზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა.
რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლები მარტში გამართავენ მოლაპარაკებას კურილის 4 კუნძულის თაობაზე, რომლის დაბრუნებას იაპონია მოითხოვს.
იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა გაზეთ ”იზვესტიასათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არასოდეს უბრძანებია თავისი შეიარაღებული ძალებისთვის -–ბარბაროსობა ჩაედინათ ბალკანეთში.
ნიდერლანდების სამეფო ტახტის მემკვიდრე, 34-წლის უფლისწული ვილლემ-ალექსანდრი შაბათს არგენტინელ მაქსიმე სორეგიეტეზე დაქორწინდა .ქორწილი ამსტერდამში გაიმართა.
ათასს გადააჭარბა დაღუპულთა რიცხვმა ნიგერიის უდიდეს ქალაქ ლაგოსში, სადაც კვირას, იარაღის საწყობი აფეთქდა.
ჩამოტვირთე მეტი