რუსეთის ცნობილმა ადამიანის უფლებების დამცველებმა დღეს განაცხადეს, რომ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავაც კრიტიკულია.
ჩეჩნეთში, გროზნოს საქარხნო რაიონში, ჩეჩენმა მეომრებმა დღეს იერიში მიიტანეს მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმზე.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით გაიმართება 24 იანვარს. ორი დღის წინათ კანონმდებლებმა ვერ მოახერხეს ვაცლავ ჰაველის მემკვიდრის არჩევა.
აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელ ჯეიმს კელის შეფასებით, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამით გამოწვეული კრიზისი სწრაფად და ადვილად ვერ მოგვარდება.
სომხეთის პრეზიდენტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს თურქეთის მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ უთანხმოებაში.
გაეროს გენერალური მდივანი გეგმავს უმაღლესი დონის შეხვედრას აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე.
სამხრეთ რუსეთში სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა 7 ჩეჩენ მეამბოხეს,
საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობის დატოვებაზე დაითანხმა იქ მყოფი უცხოელი შეიარაღებული პირები.
ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე დასვა "რუსეთის მიერ განხორციელებული დაუფარავი ექსპანსიის" საკითხი.
გაეროს პრეს-მდივანმა ბაღდადში განაცხადა, რომ აღმოაჩინეს 11 ქიმიური ქობინა, რომლებიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია და გამოსადეგია ქიმიური იარაღისათვის.
ჩინეთში, სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 11 ადამიანი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღით შანტაჟში ადანაშაულებს.
ჩამოტვირთე მეტი