Accessibility links

ახალი ამბები

ირანის არმიისა და მაშველთა მიერ

ირანის არმიისა და მაშველთა მიერ მიწისძვრის შედეგად თითქმის მთლიანად დანადგურებულ ქალაქ ბამში მიგნებული იქნა 5 ადამიანი.

ირანის არმიისა და მაშველთა მიერ მიწისძვრის შედეგად თითქმის მთლიანად დანადგურებულ ქალაქ ბამში მიგნებული იქნა 5 ადამიანი.
ირანის ტეოლევიზიამ სასწაული უწოდა ამ მათ გადარჩენას. ერთ-ერთი მათგანი 80 წლისაა. ირანის მთავრობა და უცხოელი მაშველები ბამში ამ ეტაპზე ცდილობენ არ დაუშვან ეპიდემიების გავრცელება, რაც შეიძლება ბინძური სასმელი წყლის, სიცივის და ნანგრევებში ჩარჩენილი გვამების გახრწნის გამო მოხდეს. პარასკევს მომხდარ მიწისძვრას, 30 ათასი ადამინი შეიწირა, ათასობით პირი კვლავ უსახლკაროდაა. ირანს დახმარებას უწევენ 20-მდე სახელმწიფოს წარმომადგენლები. მათ შორის არიან საქართველოდან ჩასული სპეციალისტებიც. ირანში თავისი რაზმი გააგზავნა აშშ-მაც.

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გუშინ გადადეს

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გუშინ გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა,

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გუშინ გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა,
რომელიც დიდ საბჭოში - "ლოია ჯირგაში" უნდა გამართულიყო. გადადების მიზეზი ეთნიკური მოურიგებლობა იყო, ეთნიკური უმცირესობები ძალაუფლების განაწილების სხვა ფორმის მომხრე არიან, ვიდრე ამას უმრავლესობა მოითხოვს. დღეს პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თქვა, რომ საბჭოს თამჯდომარეს სიგატულა მუჯადედის განუცხადა, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნის შესრუბელბას არ აპირებს. . "ლოია ჯირგაში" 502 წევრია. ისინი ორ კვირაზე მეტ ხანს ბჭობდნენ და განიხილავდნენ კონსტიტუციის 160 მუხლიან პროექტს, რომელსაც პროეზიდენტი ჰამიდ კარზაი - თვითონ ეროვნებით პუშტუნი - ემხრობა. კარზაის პრეზიდენტის ძალაუფლების გაფართოება სურს. ეროვნული უმცირესობანი, უზბეკები და ტაჯიკები, პრემიერის პოსტის შემოღებას და ძლიერ პარლამენტს უჭერენ მხარს.

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა იასირ

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა იასირ არაფათმა გამოაცხადა,

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა იასირ არაფათმა გამოაცხადა,
რომ ისრაელს არ სურს მშვიდობის დამყარება. მისივე თანახმად, ისრაელი არ ზრუნავს საშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად და სამშვიდობო გეგმის, "საგზაო რუკის" განსახორციელებლად. ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა გამოაცხადა, რომ არაფატია პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელების ხელის შემშლელი.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისა დევიშმა დაგმო ისრაელის გეგმა, გოლანის მაღლობზე ებრაელთა დასახლების გაფართოების შესახებ. ისრაელმა გოლანის მაღლობები 1967 წელს დაიკავა და ანექსია გაუკეთა 1981 წელს. საფრანგეთმა მოუწოდა ისრაელს უარყოს ეს გეგმა.

დედამიწის აღმოსავლეთი ნახევარსფეროს მილიონობთ ადამიანი

დედამიწის აღმოსავლეთი ნახევარსფეროს მილიონობთ ადამიანი უკვე შეეგება 2004 წელს,

დედამიწის აღმოსავლეთი ნახევარსფეროს მილიონობთ ადამიანი უკვე შეეგება 2004 წელს,
როგორც იუწყებიან უსაფრთხოების განსაკუთრებულ პირობებში. პირველი ადამიანები, ვინც 2004 წლის დადგომა იზეიმა ავსტალიასა და ჰავაის შორის მდებარე კუნძულ კირიბატიზე ცხოვრობენ. აშშ-ის ცაში გუშაგი თვითმრინავები დაფრინავენ, მათი მიზანი უსაფრთხოების დაცვაა შესაძლებელი ტერაქტებისგან დასაცავად. დიდი ქალაქების თავზე შეიზღუდა სამგზავრო თვითმფრინავების მოძრაობა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის საახალწლო

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ 2003 წელი რთული იყო ორგანიზაციისა და მსოფლიოსათვისაც და იმედი გამოთქვა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ 2003 წელი რთული იყო ორგანიზაციისა და მსოფლიოსათვისაც და იმედი გამოთქვა,
რომ მომავალ წელს ეს პრობლემები შემსუბუქდება. კოფი ანანის თანახმად, 2003 წელი უმძიმესი იყო გაეროს არსებობის მანძილზე. მან ერაყში ომსა და ქვეყნებს შორის ომისა და მშვიდობის თაობაზე განხეთქილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამას გარდა არსებობს სერიოზული პრობლემები, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ 2004 წელს უნდა მიხედოს. [ანანის ხმა] "დიახ, ტერორიზმს უნდა ვებრძოლოთ, დიახ უნდა ავირიდოთ იარაღის გავრცელება, მაგრამ მოდით5 განვითარებასაც მივხედოთ, მოდbთ იმედი ჩავუნერგოთ მათ, ვინც განსაცდელშია, განვითარების გარეშე მშვიდობა არ არსებობს." ანანმა თქვა აგრეთვე, რომ დაპირებების მიცემის დრო გავიდა და ახლა ამ დაპირებების შესრულების ჟამი დადგა.

ერაყის ქალაქ ქირქუქში ეთნიკურ ქურთთაგან

ერაყის ქალაქ ქირქუქში ეთნიკურ ქურთთაგან შემდგარმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივ არაბებსა და თურქმენებს,

ერაყის ქალაქ ქირქუქში ეთნიკურ ქურთთაგან შემდგარმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივ არაბებსა და თურქმენებს,
რომლებიც რეგიონში ქურთთა დამოუკიდებელი ფედერაციის წინააღმდეგ საპრტოტესტოდ შეიკრიბნენ. ერთი დემონსტარანტი მოკლეს, დაჭრეს 14. ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააშოშმინეს მხარეები და გუშაგები დააყენებს საკვანძო წერტილებში.

სერბიის დემოკრატიული პარტიების ლიდერებმა ვერ

სერბიის დემოკრატიული პარტიების ლიდერებმა ვერ მოახერხეს გადაელახათ უთანხმოება და შეექმნათ საპარლამენტო კოალიცია.

სერბიის დემოკრატიული პარტიების ლიდერებმა ვერ მოახერხეს გადაელახათ უთანხმოება და შეექმნათ საპარლამენტო კოალიცია.
მათი მიზანია, წინ აღუდგნენ ულტრანაციონალიტებს პარლანეტში, რომელთაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიგეს. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრმა ზორან ჟიჟკოვიჩმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ - სერბიის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა - პირადი უთანხმოება ვერ გადალახეს. კოშტუნიცას არ სურს თანამშრომლობა ჟიჟკოვიჩთან, რომელსაც კორუპციაში ადანაშაულებს.

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადეს ქვეყნის

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რომელიც დღეს დიდ საბჭოში - "ლოია ჯირგაში" უნდა გამართულიყო.

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რომელიც დღეს დიდ საბჭოში - "ლოია ჯირგაში" უნდა გამართულიყო.
გადადების მიზეზი ეთნიკური მოურიგებლობა იყო, ეთნიკური უმცირესობები ძალაუფლების განაწილების სხვა ფორმის მომხრე არიან, ვიდრე ამას უმრავლესობა მოითხოვს. სხდომა ხვალ განახლდება. "ლოია ჯირგაში" 502 წევრია. ისინი ორ კვირაზე მეტ ხანს ბჭობდნენ და განიხილავდნენ კონსტიტუციის 160 მუხლიან პროექტს, რომელსაც პროეზიდენტი ჰამიდ კარზაი - თვითონ ეროვნებით პუშტუნი - ემხრობა. კარზაის პრეზიდენტის ძალაუფლების გაფართოება სურს. ეროვნული უმცირესობანი, უზბეკები და ტაჯიკები, პრემიერის პოსტის შემოღებას და ძლიერ პარლამენტს უჭერენ მხარს.

ერაყის სხვადასხვა რეგიონში დღეს 20

ერაყის სხვადასხვა რეგიონში დღეს 20 პირი იქნა დაპატიმრებული. ისინი კოალიციის ჯარზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.

ერაყის სხვადასხვა რეგიონში დღეს 20 პირი იქნა დაპატიმრებული. ისინი კოალიციის ჯარზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.
ბაღდადის ჩრდილოეთში იარაღის მსხვილი საწყობი ნახეს. ბაღდადშივე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადგილობრივი მოქალაქე შეეწირა, მეორე დაიჭრა. გზის პირას ჩადებული ბომბი აფეთქდა, როცა ამერიკელთა ავტოკოლონამ ჩაიარა.

პალესტინელთა წყაროებზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტოებმა

პალესტინელთა წყაროებზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ისრაელის შვეულმფრენმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელშიც "ჰამასის" ექსტრემისტული გაერთიანების წარმომადგენლები ისხდნენ.

პალესტინელთა წყაროებზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ისრაელის შვეულმფრენმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელშიც "ჰამასის" ექსტრემისტული გაერთიანების წარმომადგენლები ისხდნენ.
ცნობით, ერთი მათგანი დაიჭრა. დაიჭრა ასევე მახლობლად მყოფი 10 პირი. ისრაელის არმიის განცხადება მომხდართან დაკავშირებით არ გავრცელებელა. ისრაელის ჯარმა დღეს რეიდი მოაწყო პალესტინელთა ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე,
ქალაქ ნებლუსში. ოპერაციის დროს სროლა ატყდა, ქალაქში კომენდატის საათი დაწესდა. ისრაელის თანახმად, ამ ქალაქში პალესტინელ ექსტრემისტთა ორგანიზაციების ბაზები იმყოფება.

ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ

ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია პრეზიდენტის როლანდას პაქსასის

ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია პრეზიდენტის როლანდას პაქსასის
გადაწყვეტილება მიენიჭებინა ამ სახელმწიფოს მოქალაქეობა რუსი ეროვნებს იური ბორისოვისთვის. ბორისოვი პაკსასის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორი იყო. ლიტვის საიდუმლო სამსახურების თანახმად, ბორისოვი საერთაშორიო კრიმინალურ სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. დეკემბერში ლიტვის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო, კონსტიტუციის დარღვევისა და დამნაშავეთა სამყაროსთან კავშირის გამო.

ჰოლანდიის ქალაქ ჰააგიდან იუწყებინ, რომ

ჰოლანდიის ქალაქ ჰააგიდან იუწყებინ, რომ ევროპის კავშირის საგამოძიებო ორგანოთა მაკოორდინებელი უწყებისთვის

ჰოლანდიის ქალაქ ჰააგიდან იუწყებინ, რომ ევროპის კავშირის საგამოძიებო ორგანოთა მაკოორდინებელი უწყებისთვის
განკუთვნილ საფოსტო ამანთაში ბომბს მიაგნეს და გააუვნებელყვეს. გუშინვე ამავე ქალაქში ბომბი აღმოაჩინეს ევროპოლის - ევროკავშირის პოლიციის - შენობაში. გუშინვე პოლიციამ ბომბი გააუვნებელყო გერმანიაში, ფრანკფურტში, ევროპის ცენტრალური ბანკის ოფისში. ევროკავშირის შტაბბინაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

ბულგარეთში 30 დეკემბერი ერაყში დაღუპული

ბულგარეთში 30 დეკემბერი ერაყში დაღუპული ხუთი ბულგარელი სამხედროს გლოვის დღეა.

ბულგარეთში 30 დეკემბერი ერაყში დაღუპული ხუთი ბულგარელი სამხედროს გლოვის დღეა.
სოფიის დედაქალაქის აეროპორტში, სადაც დაღუპულთა ცხედრები ჩაასვენეს, გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა პარვანოვმა პატივი მიაგო დაღუპულ ჯარისკაცებს. [პარვანოვის ხმა] "ჩვენი ბიჭები სამშობლოდან ათასობით კილომეტრში დაიღუპნენ, მაგრამ ბულგარეთის დროშით იბრძოდნენ. ჩვენ პატივს მივაგებთ, ღრმა პატივს მივაგებთ იმ ბულგარელი ჯარისკაცებს ხსოვნას, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს თავიანთი პატრიოტული ვალი". ბულგარელი სამხედრობი შაბათს დახოცეს ერაყში, ქალაქ ქერბელაში. ეს იყო ამ ქვეყნის უმძიმესი სამხედრო დანაკარგი მეორე მსროფლიო ომის შემდეგ. ბულგარეთი განაგრძობს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერას ერაყის ოპერაციაში.

მოლდავეთის პრეზიდენტმა ვორონინმა რუმინეთის ოფიციალური

მოლდავეთის პრეზიდენტმა ვორონინმა რუმინეთის ოფიციალური პირები გააკრიტიკა

მოლდავეთის პრეზიდენტმა ვორონინმა რუმინეთის ოფიციალური პირები გააკრიტიკა
მისი ქვეყნის საქმეში ჩარევის გამო. ვორონონის თქმით, რუმინეთი ცდილობს ძმურად დაეხმაროს მოლდავეთს ევროკავშირში შესვლის საქმეში. მაგრამ, თქვა ვონონინმა, მოლდავეთს არასოდეს უთხოვია რუმინეთისთვის დახმარება და თუკი ის ასე გააგრძელებს, მოლდავეთის საერაშორისო თანამეგობლობას ჩარევს. ვორონინის გამოსვლა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამს მოჰყვა, რომ რუმინეთი მხარს დაუჭერს მოლდავეთს ევროკავშირში გაწევრიანობის საქმეში.

ინგუშეთში დაიჭირეს რუსი ჯარისკაცი, რომელზეც

ინგუშეთში დაიჭირეს რუსი ჯარისკაცი, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ მოკლა

ინგუშეთში დაიჭირეს რუსი ჯარისკაცი, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ მოკლა
ამ რესპულიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ცნობის თანახმად, ჯარისკაც ფიოდორ ვორონინს კვირას აპტი ხაკიევის მკვლელობა ბრალდება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასროლი რუსეთის ჯარის საგუშაგოდანაა - ვორონინის სნაიპერის შაშხანიდან.

ირანი მიესალმა აშშ-იდან მიღებულ დახმარებას

ირანი მიესალმა აშშ-იდან მიღებულ დახმარებას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის. პრეზიდენტმა ხათამიმ მადლიერება გამოხატა დახმარებასთან დაკავშირებით,

ირანი მიესალმა აშშ-იდან მიღებულ დახმარებას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის. პრეზიდენტმა ხათამიმ მადლიერება გამოხატა დახმარებასთან დაკავშირებით,
მაგრამ თქვა, რომ ამ მოვლენის პოლიტიზება შორს წაგვიყვანდაო. ირანის პრეზიდენტის თანახმად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ძველ პრობლემებს აშშ-ის პოლიტიკის ძირეული ცვლილება მოაგვარებს.
ქალაქ ბამში, სადაც პარასკევს მიწისძვრა მოხდა, დღეიდან მაშველთა რაზმები წყვეტენ ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას და მათი ყურადღები დაზარალებულებზე გადადის. უცხოეთიდან ჩასული 200-მდე მაშველი შინ ბრუნდება და მათი რიცხვი 1500 გახდა, მას მერე, რაც ნანგრევებში გადარჩენილთა მიგნების ყველა იმედი გადაიწურა. ათეულ ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა, ათასობით მოქალაქე სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
აშშ-მა, რომელმაც ირანი ბოროტების ღერძის ნაწილად გამოაცხადა, ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა დაიწყო ირანში. ეს არის პირველი გაფრენა ამერიკიდან ირანში 1979 წლის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ შემდეგი აუწყა საზოგადოებას [ერელის ხმა] :
"აშშ-იდან ირანში რამდენიმე საჰაერო რეისი მოეწყო, იქ ჩატანილ იქნა ჰუმანიტარული ტვირთი, ჩავიდა ასევე პერსონალი. 77 ტექნიკურ და სამედიცინო პირთან ერთად, უბედური შემთხვევების დროს დამხმარეთა შვიდკაციანი რაზმი იქნა გაგზავნილი ირანში სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების უწყების მიერ". აშშ-ის სახელმწფიო მდივანმა კოლინ პაუელმა აღნიშნა, რომ ირანის მხრივ ამ დახმარების მიღება სხვა ნიშნებთან ერთად ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაზე მიანიშნებს.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში მომხდარი გამანადგურებელი

ოფიციალური მონაცემებით, ირანში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 30 ათასს უახლოვდება.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 30 ათასს უახლოვდება.
სახელმწიფო რადიოს ცნობით, უკვე ნაპოვნია 25 ათასამდე გვამი. დღეს სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები შეწყდა, რადგან გადარჩენილთა პოვნის იმედი პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუმცა, ირანის ტელევიზიის ცნობით, დღეს დილით მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ნახევარი წლის ბავშვი. დღეს ქალაქ ბამში, რომელიც მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა, ჩავიდნენ ირანის პრეზიდენტი მაჰამად ხათამი და ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელმაც დაზარალებულებს ამ სიტყვებით მიმართა: [აიათოლა ალი ხამენეის ხმა] "მთელი გულით გამოვუთქვამ ღრმა თანაგრძნობას ძმებსა და დებს, ოჯახებს, რომლებმაც ამ კატასტროფაში უახლოესი ადამიანები დაკარგეს. თანავუგრძნობ მთელს ირანელ ხალხს." გაეროს ცნობით, დონორმა სახელმწიფოებმა ირანს ჰუმანიტარული დახმარების სახით, ექვსი მილიონი დოლარი გამოუყო, მაგრამ საჭიროა გაცილებით მეტი.

სამხრეთი ერაყის ქალაქ ქერბელაში კოალიციის

სამხრეთი ერაყის ქალაქ ქერბელაში კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებმა დააკავეს ხუთი ადამიანი,

სამხრეთი ერაყის ქალაქ ქერბელაში კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებმა დააკავეს ხუთი ადამიანი,
რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გასულ შაბათს, თავდასხმათა სერიის მოწყობაში. სარდლობის წარმომადგენლის, დეზო კიშის განცხადებით, მიმდინარეობს დაპატიმრებულთა დაკითხვა. შაბათს ქერბელაში, რამდენიმე დანაღმული ავტომანქანის აფეთქების, აგრეთვე, ნაღმსატყორცნებითა და ავტომატებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის, კოალიციის შვიდი ჯარისკაცი და 12 ერაყელი. ამასობაში ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ჟიაბაომ განაცხადა, რომ, ჰუმანიტარული მოსაზრებებით, პეკინი მზად არის, განიხილოს ერაყისთვის ვალის ნაწილობრივი ჩამოწერის საკითხი. ამის შესახებ იუწყება სინჰუას საინფორმაციო სააგენტო. ამავე ცნობის თანახმად, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჩინეთის პრემიერმა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილთან ჯეიმს ბეიკერთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

სერბიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების

სერბიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად,

სერბიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად,
გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე რადიკალურმა პარტიამ, რომელსაც სათავეში უდგას ვოისლავ შეშელი, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსი. საარჩევნო კომისიის ცნობით, რადიკალურ პარტიას 250-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 81 ადგილი ერგო. კონსერვატულმა დემოკრატიულმა პარტიამ 50 მანდატზე ცოტა მეტი მოიპოვა, ხოლო პროდასავლურმა დემოკრატიულმა პარტიამ - დაახლოებით 35 მანდატი. 22 ადგილი ექნება სოციალისტურ პარტიას, რომლის ლიდერია იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი პარტიები შექმნიან კოალიციურ მთავრობას. ეუთოს წარმომადგენელმა გერჰარდ ვაისკირხენმა განაცხადა, რომ სერბიაში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული ძალების მიმართ იქცა მოწოდებად, დაძლიონ უთანხმოებები და გააერთიანონ ძალისხმევა საერთო მიზნის მისაღწევად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი დღეს ტრიპოლიში შეხვდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი დღეს ტრიპოლიში შეხვდა
ლიბიის პრეზიდენტს მუამარ გადაფის. სააგენტოს პრესმდივნის მარკ გვოზდეცკის ცნობით, გადაფიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიბიის გადაწყვეტილება, ხელი აიღოს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. ტრიპოლიდან გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ლიბია თანახმაა, მის ბირთვულ ობიექტებზე ინსპექციები წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდეს. ელ ბარადეის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ლიბია მომავალში თანამშრომლობას აპირებენ: [მოჰამედ ელ ბარადეის ხმა] "ჩვენ, ლიბიასთან ერთად, უნდა შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რათა მოხერხდეს ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის განეიტრალება."

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერად არჩეულ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერად არჩეულ იქნა ფრაქცია "ერთიანი რუსეთის" ლიდერი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერად არჩეულ იქნა ფრაქცია "ერთიანი რუსეთის" ლიდერი
და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის გრიზლოვი. დღეს სახელმწიფო სათათბირომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავისი პირველი სხდომა გამართა. პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 450-ადგილიან სათათბიროში უმრავლესობას ერთი პარტია ფლობს. "ერთიანი რუსეთის" ფრაქცია 246 დეპუტატით არის წარმოდგენილი, რაც მას საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში. რუსეთის კომუნისტურ პარტიას პარლამენტში 53 დეპუტატი ჰყავს, ბლოკ "სამშობლოს" - 37, ხოლო ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას - 36.

კვიპროსელი თურქების ლიდერმა რაუფ დენქთაშმა

კვიპროსელი თურქების ლიდერმა რაუფ დენქთაშმა ჩრდილოეთი კვიპროსის თვითგამოცხადებული თურქული რესპუბლიკის

კვიპროსელი თურქების ლიდერმა რაუფ დენქთაშმა ჩრდილოეთი კვიპროსის თვითგამოცხადებული თურქული რესპუბლიკის
მთავრობის ჩამოყალიბება მემედ ალი თალათს დაავალა - ლიდერს პარტიისა, რომელიც მხარს უჭერს კვიპროსის გაწევრიანებას ევროპის კავშირში. ორი კვირის წინათ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ევროპული ინტეგრაციის მომხრეებმა და ნაციონალისტებმა ხმების თითქმის ერთნაირი რაოდენობა მოაგროვეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის აზრით, 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის აზრით, 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,
შესაძლოა, პრობლემა შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობის საარჩევნო უბნებზე მიშვებასთან დაკავშირებით. "ზოგიერთები ამუშავებენ გეგმას, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნას და ხალხი უბნებზე არ მიუშვან, თუმცა საეჭვოა, რომ ეს გააკეთონ" - განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ასეთ განზრახვებს არ აჰყვება. სააკაშვილის თქმით, აჭარის მოსახლეობის ურყევმა პოლიტიკურმა ნებამ აბაშიძეს გადააწყვეტინა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარდეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება მოესწრება, თუმცა რთული იქნება. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა, ბათუმში აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჭიაბერაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ აჭარის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პოლიტიკური პრობლემა მოგვარდა კონსტიტუციის შესაბამისად და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის განცხადებით,

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის განცხადებით,
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისზე დღეს განხორციელებული თავდასხმა "მიზანმიმართული ტერორისტული აქტი" იყო. სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს იმ ადამიანთა ნახელავი იყო, ვინც "მარცხს ვერ ეგუება." სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით, იერიში "კარგად მომზადებულმა ადამიანებმა" მოაწყეს. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე მომხდარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლელად და ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად განხორციელებულ აქციად აფასებს. მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ თავდასხმა განხორციელდა სწორედ "რუსთავი 2"-ზე, რომელიც ნოემბრის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და სიმბოლო იყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG