სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ყოველწლიური შეხვედრა ტარდება, ნატოს გენერალურმა მდივანმა 22 ოქტომბერს ალიანსის სამომავლო ხედვაზე ისაუბრა.
თბილისშიმყოფი პიტერ სემნების დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იყო საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის თქმით, რუსულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი ნოემბრიდან ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი აღარ ჩაიკეტება.
”ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი მასალები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო... მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე” - წერია თეა თუთბერიძის ოფიციალურ განცხადებაში.
22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო შალვა შავგულიძე, ადვოკატი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრი. საუბარი შეეხება სტრასბურგის სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მშობლების სარჩელის განხილვას.
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც გუანტანამოელ პატიმრებს შეერთებულ შტატებში გასამართლების უფლებას აძლევს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ამოცანაა პოლონეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის ლიდერები დაარწმუნოს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ მცდელობა არ დააზარალებს ვაშინგტონის მოკავშირეთა ინტერესებს.
ტელეკომპანიის არსებობა სათუო მას შემდეგ გახდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის შემოსავლების სამსახურის სარჩელი დააკმაყოფილა და რეგიონში ერთადერთ დამოუკიდებელ არხს 277 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მკაცრი შეფასება მისცა როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე ოპიზიციამ.
სენაკი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი. თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებელი აფეთქებას გადაურჩა.
ალექსანდრ ვერშბოუს იზიტის შედეგებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში პოლიტოლოგები ნიკა ჩიტაძე და პაატა ზაქარეიშვილი მიიწვია.
შიდა ქართლში გაუნაღმავი ტერიტორიები ადამიანების ჯანმრთელობას კვლავ საფრთხეს უქმნის. სოფელ დვანის მოზარდები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ჩამოტვირთე მეტი