პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ბრუნდება. გადაწყვეტილების შესახებ მან 23 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. იგი მზადაა აღიდგინოს დეპუტატის უფლებამოსილება.
პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ფიქრობს, რომ ბოიკოტის ხანა დასრულდა და ახლა პარლამენტში ბრძოლის დროა.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით მკაფიო პოზიციის ქონა - ეს არის ის, რასაც ვაცლავ ჰაველი აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან ელის.
აზერბაიჯანში, უპირატესად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ კახის რაიონში, ხანძარმა კულტურის ერთადერთი სახლი გაანადგურა. ცეცხლი გაუმართავ ელექტრობას გაუჩნდა.
სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭებას არა მარტო "მემორიალის" წამყვანი წევრების, არამედ ზოგადად, რუსი უფლებადამცველების საქმიანობის აღიარებად მიიჩნევენ.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ყოველწლიური შეხვედრა ტარდება, ნატოს გენერალურმა მდივანმა 22 ოქტომბერს ალიანსის სამომავლო ხედვაზე ისაუბრა.
თბილისშიმყოფი პიტერ სემნების დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იყო საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის თქმით, რუსულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი ნოემბრიდან ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი აღარ ჩაიკეტება.
”ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი მასალები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო... მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე” - წერია თეა თუთბერიძის ოფიციალურ განცხადებაში.
22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო შალვა შავგულიძე, ადვოკატი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრი. საუბარი შეეხება სტრასბურგის სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მშობლების სარჩელის განხილვას.
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც გუანტანამოელ პატიმრებს შეერთებულ შტატებში გასამართლების უფლებას აძლევს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ამოცანაა პოლონეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის ლიდერები დაარწმუნოს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ მცდელობა არ დააზარალებს ვაშინგტონის მოკავშირეთა ინტერესებს.
ჩამოტვირთე მეტი