შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ გააქარწყლა აღმოსავლეთ ევროპელთა შიში ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ევროპაში მხარდაჭერა მოიპოვა აშშ-ის ახალი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმისთვის.
ახლახან ირანში, ამ ქვეყნის რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ, სახელი გაუვარდა ჯონდალაჰს, მაჰმადიან სუნიტთა გაერთიანებას, რომელიც ბელუჯისტანშია დაფუძნებული. ბელუჯისტანი ქვეყანა არაა.
პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ბრუნდება. გადაწყვეტილების შესახებ მან 23 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. იგი მზადაა აღიდგინოს დეპუტატის უფლებამოსილება.
პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ფიქრობს, რომ ბოიკოტის ხანა დასრულდა და ახლა პარლამენტში ბრძოლის დროა.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით მკაფიო პოზიციის ქონა - ეს არის ის, რასაც ვაცლავ ჰაველი აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან ელის.
აზერბაიჯანში, უპირატესად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ კახის რაიონში, ხანძარმა კულტურის ერთადერთი სახლი გაანადგურა. ცეცხლი გაუმართავ ელექტრობას გაუჩნდა.
სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭებას არა მარტო "მემორიალის" წამყვანი წევრების, არამედ ზოგადად, რუსი უფლებადამცველების საქმიანობის აღიარებად მიიჩნევენ.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ყოველწლიური შეხვედრა ტარდება, ნატოს გენერალურმა მდივანმა 22 ოქტომბერს ალიანსის სამომავლო ხედვაზე ისაუბრა.
თბილისშიმყოფი პიტერ სემნების დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იყო საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის თქმით, რუსულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი ნოემბრიდან ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი აღარ ჩაიკეტება.
”ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი მასალები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო... მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე” - წერია თეა თუთბერიძის ოფიციალურ განცხადებაში.
ჩამოტვირთე მეტი