გერმანიაში საქართველოს ელჩი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი იქნება. გერმანელი მოქანდაკე და თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი ავსტრიის ბოლო იმპერატორის შვილიშვილია.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და ქართველი პარლამენტარები აცხადებენ, რომ პანკისში სიმშვიდეა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ საეჭვო არავინ შეუმჩნევიათ ხეობაში.
სოფელი ლეკუხონა სკოლის გარეშე დარჩა. რუსმა სამხედროებმა სკოლის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორი და მესაზღვრეების მოსასვენებელი ოთახები მოაწყვეს.
16 გრემისხეველი და ქარელის რაიონის 5 მკვიდრი ისევ პატიმრობაშია. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დადანაშაულებული ქართველები ცხინვალში გადაიყვანეს.
რუსული მხარის პირობა, რომ თბილისს საღამოს 7 საათისთვის შეატყობინებდნენ ახალგორის რაიონთან დაკავებული 16 ქართველის გათავისუფლების შესახებ, არ შესრულდა. პატიმრობაში რჩება ქარელის რაიონის 5 მცხოვრებიც.
ავღანეთსა და პაკისტანში თალიბანის რაზმებმა ზედიზედ თავდასხმების სერია განახორციელეს. ეს ძალადობა დაემთხვა ისლამაბადში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სამდღიან ვიზიტს
საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფმა კონსტიტუციის ადგილობრივი თვითმმართველობის თავის პირველადი სახის პროექტზე მუშაობა დაასრულა.
გელა ბეჟუაშვილის აზრით, საქართველოს მთელი სასაზღვრო ზოლი, მათ შორის საზღვაო, პროვოკაციების საშიშროების შემცველია. ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა სამოქმედო გეგმის შემუშავება.
აღმოსავლეთ ევროპაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარი სათქმელიც იყო: რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ მოხდება ამერიკის მოკავშირეთა უსაფრთხოების ხარჯზე.
ბარამია აცხადებს, რომ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯსა და საბერიოში 500-მდე სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. ჭუბურხინჯის, საბერიოსა და დიხაზურგას მკვიდრნი ყვებიან, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილება მათ სოფლებში არ უნახავთ.
12 ადამიანი, მათ შორის გაეროს 6 თანამშრომელი დაიღუპა ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. მოგვიანებით, იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლესთან მდებარე ფეშენებელურ სასტუმროზე.
ჩამოტვირთე მეტი