ვაზიანი. თბილისის გარეუბანი. ქართველი სამხედროები კალაშნიკოვის ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით პირობითი მტრის - „ტერორისტების“ - ალყაში მოქცევას ცდილობენ. მათ უკან მიჰყვება ამერიკელი ინსტრუქტორი.
უფროსი თაობის ქუთაისელები რევოლუციონერი ვასილ კიკვიძის ძეგლის გახსნის ფაქტი გაიხსენეს, მისი გმირობის ამბავი კი - ვერა.
ადგილობრივების დაკვირვებით, ე.წ. პასპორტიზაციის ახალი ტალღა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას მოჰყვა. აქამდე აფხაზური პასპორტის აღების მოთხოვნა ნაკლებად კატეგორიული იყო.
სეპარატისტული ცხინვალის სასამართლომ ქართველებს 1000-1000 რუბლის ჯარიმა დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოფიციალური თბილისის განცხადებით ქართველები ყოველგვარი პირობის გარეშე გაათავისუფლეს.
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ვაზიანის ბაზაზე საჩვენებელი სწავლება გამართეს. იმიტირებული სამშვიდობო ოპერაცია პირობითი მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიის გაწმენდას ითვალისწინებდა.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში, რუსი სამხედროების გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების იზოლატორი სოფლის ერთადერთ სკოლაში განთავსდება.
ჩეხეთის მიერ ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაციის შეფერხების გამო, ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობებზე პირების დანიშვნა კიდევ ერთი ან ორი თვით გადაიდება.
ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის ხუთი მკვიდრი, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, ხუთშაბათს საღამოს გაათავისუფლეს.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დუშეთის რაიონის 16 მცხოვრების გათავისუფლების შესახებ რუსებს ქართული მხარისთვის ინფორმაცია საღამოს 7 საათისთვის უნდა მიეწოდებინათ, მაგრამ პირობა არ შესრულდა.
ექსპერტები აბსოლუტურად ამართლებენ იმ ფაქტს, რომ საქართველომ უყურადღებოდ არ დატოვა რუსეთის ბრალდება საქართველოს სპეცსამსახურების ტერორისტებთან თანამშრომლობის შესახებ
საქართველოში ახალი ძალით იჩინა თავი ნატოში “მოკლე გზით” გაწევრიანების თემამ. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანა, შესაძლოა, ნატოში გაწევრიანდეს ყოველწლიური ეროვნული პროგრამით
გერმანიაში საქართველოს ელჩი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი იქნება. გერმანელი მოქანდაკე და თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი ავსტრიის ბოლო იმპერატორის შვილიშვილია.
ჩამოტვირთე მეტი