საქართველოს სტუმრობდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიგაუდას უშაცკასი. ის საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის, კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე.
რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემური გამხდარა ავღანეთში გასაგზავნი ბატალიონის დაკომპლექტება. ამ ცნობის სისწორე მინისტრთან ინტერვიუში გადავამოწმეთ.
სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინაროებს "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის" განმტკიცება.
ყოველკვირეული რადიოჟურნალის - “მეათე სტუდიის” - პირველი სიუჟეტი, დღეს, ისტორიულ-პოლიტოლოგიური ხასიათისაა.
პარასკევს ირლანდიაში ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ რეფერენდუმი იმართება.
რუსმა გენერალმა შამანოვმა თავის დაქვემდებარებულ ოფიცრებს უბრძანა, სპეცდანიშნულების რაზმი გაეგზავნათ იმ ქარხნის დასაცავად, რომელიც მისი სიძის საკუთრებაა.
ტალიავინის კომისიის დასკვნის ოფიციალურ შეფასებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, თავმოყრილია ყველა ის არგუმენტი, რომელიც მოვლენათა განვითარების ქართულ ვერსიას ამყარებს.
ტალიავინის კომისიის დასკვნის მიხედვით, შარშანდელი ომის გაჩაღებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოსაც ეკისრება და რუსეთსაც.
ევროკავშირის ეგიდით მოქმედი კომისიის დასკვნას სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოეხმაურა.
გერმანიის გაერთიანებას იხსენებს მისი ერთ-ერთი შემოქმედი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
ბაკურ კვაშილავას აზრით დასკვნა პოლიტიკური დოკუმენტია და ვერ ადგენს დამნაშავეს.
დასკვნის დეტალებზე ჯერ კიდევ მის გამოქვეყნებამდე ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებს წერდა უცხოური მედია. ეს ვერსიები ტრიალებდა იმის გარშემო, თუ რომელი მხარე დაადანაშაულა კომისიამ ომის დაწყებაში
ჩამოტვირთე მეტი