”ტყვიას გადავურჩით და შიმშილით ნუ დაგვხოცავთ”, - ეს იყო მთავარი გზავნილი იმ დევნილი პედაგოგებისა, რომლებმაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღეა ცდილობენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან დიალოგს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი წლის დღეებში გაძლიერებული სამსახურის რეჟიმში გადავიდა.
29 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კობა დავითაშვილი, ”ხალხის პარტიის” ლიდერი, პრაიმერის ინიციატორთა ”სამეულის” წარმომადგენელი, მერობის ერთ-ერთი კანდიდატი. საუბრის თემა იყო - პრაიმერის ამოცანა.
მომავალი წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე დედაქალაქში ჩაწერილი პირები თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.
მომავალი წლიდან თბილისში ყველა კატეგორიის პენსიონერი 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. თბილისელი პენსიონერები მედიკამენტებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერითაც ისარგებლებენ და ამ ყველაფერს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიც დაემატება.
რვა ადამიანი დაიღუპა ირანში უკანასკნელი ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობის დროს. ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი იმ ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში, რომელმაც ირანი 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიცვა.
28 დეკემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩავიდა, სადაც ახალი ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო. აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მაგისტრალი მხოლოდ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვარი ახალ წლამდე ჩაიკეტება და 15 იანვრამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ოკუპირებული სოფლიდან შეატყობინეს.
ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ოსურ ინტერნეტგამოცემა „ოსრადიოს“ რედაქტორი ოლეგ კუდუხოვი საკუთარ სტატიაში
გასული კვირა თბილისსა და მთელ საქართველოში განსაკუთრებით მძიმედ დაიწყო. ჯერ კიდევ შაბათ დღეს, 19 დეკემბერს, ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქებამ დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
თბილისი მწვავედ აპროტესტებს ”როსნეფტისთვის” მიცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სახელმწიფო კომპანია აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე სადაზვერვო-საძიებო სამუშაოებს განახორციელებს.
ჩამოტვირთე მეტი