2009 წლის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის კანცელარიაში გასულ წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. იმ 31 საკითხის განხილვა, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოიწონეს. 30 დეკემბერს კი გაეროს გენერალური მდივნის სახელზე დაწერილ მიმართვას „თბილისი მარიოტში“
ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის თვალსაზრისით, 2009 წელი შესაძლებელია დაგვამახსოვრდეს როგორც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი იმედგაცრუება. გასულ წელს მნიშვნელოვნად დაკნინდა მსოფლიოს ხედვა
აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ დღეს გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. საზღვართან მიკროავტობუსი გააჩერეს და მძღოლს სცემეს.
გორის საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა თემურ აფხაზაშვილმა ახალ ბიუჯეტს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდი უწოდა.
საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” მიმართვას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. გაეროს გენერალური მდივნის სახელზე მომზადებულ მიმართვას ხელს აწერს ოპოზიციის ფართე სპექტრი.
თბილისი მწვავედ აპროტესტებს რუსეთის ჯარების სამხედროების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეჩერების ფაქტს. საუბარია 28 დეკემბრის შემთხვევაზე, როდესაც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ტვირთი რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არ შეუშვეს.
“ჩემი მეამბოხედ გამოცხადება იგივეა, რომ ვინმემ ჩემზე თქვას, რომ ვარ ბალერინა და მქვია თამრო”, - ხუმრობდა 29 დეკემბერს 120 კილოიანი გოლიათი სასამართლო პროცესზე. “მუხროვანის ამბოხად” წოდებული სასამართლო საქმე დასასრულს უახლოვდება.
”ტყვიას გადავურჩით და შიმშილით ნუ დაგვხოცავთ”, - ეს იყო მთავარი გზავნილი იმ დევნილი პედაგოგებისა, რომლებმაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღეა ცდილობენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან დიალოგს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი წლის დღეებში გაძლიერებული სამსახურის რეჟიმში გადავიდა.
29 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კობა დავითაშვილი, ”ხალხის პარტიის” ლიდერი, პრაიმერის ინიციატორთა ”სამეულის” წარმომადგენელი, მერობის ერთ-ერთი კანდიდატი. საუბრის თემა იყო - პრაიმერის ამოცანა.
მომავალი წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე დედაქალაქში ჩაწერილი პირები თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.
ჩამოტვირთე მეტი