მიმდინარე კვირის უმთავრესი მოვლენები
ხელისუფლების მიერ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე რეფერენდუმის მოთხოვნის სრული იგნორირების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ სამოქმედო გეგმას აქვეყნებს.
გადაწყვეტილება, განახლდეს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს საქართველოს საკითხის გათვალისწინებით, ისევე როგორც აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე, საბჭოს მუშაობა ამავე მიზეზით შეჩერდა.
ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. დღეს ჟენევაში გაიმართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა.
ხუთშაბათს ოფიციალურად გახდა ცნობილი უმაღლეს სამხედრო ეშელონებში განხორციელებული ახალი ცვლილების შესახებ.
ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა ალიანსის აპრილის სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სენატორ ალფრედო მანტიკას საქართველოში ვიზიტის პროგრამამ მოიცვა შეხვედრები
საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა, მუშაობის აქტიურ ფაზაშია..
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "უზუსტო" უწოდა პრესაში გამოქვეყნებულ ცნობას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით მის მიერ გაგზავნილი წერილის შესახებ.
საქართველოს ხელისუფლება ნატოს საიუბილეო აპრილის სამიტზე ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ხელმოწერას ვარაუდობს.
ოპოზიციამ 9 აპრილის აქციისთვის მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო. პარტიების აქტივისტები მეტროსადგურებთან სააგიტაციო მასალებს არიგებენ
ჩამოტვირთე მეტი