თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე განახლებულ სკვერს ამიერიდან "ვილნიუსის სკვერი" ერქმევა და ის იქნება ერთგვარი სიმბოლო ლიტვისა და საქართველოს მეგობრობისა, ერთგვარი მადლიერების სიმბოლო იმ მხარდაჭერისთვის.
კონსტიტუციის ახალი ვარიანტის საკუთარ ვერსიაზე მუშაობას განაგრძობს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც, რომელმაც 23 ივნისს სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.
კონფლიქტურ ზონებში ინციდენტების პრევენციისთვის სამუშაო ჯგუფები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატით შეიქმნა და მისი შეხვედრა ამჯერად სოფელ ერგნეთში უნდა გამართულიყო.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლიტველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აგვისტოს ომისას პირადად ვალდას ადამკუსმა და ლიტველმა ხალხმა საქართველოს გამოუცხადეს.
სამშაბათს დილით რადიო თავისუფლების სტუმარი იყო ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. მან ისაუბრა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე პროცესებზე.
ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა. აშშ-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
22 ივნისს ვაშინგტონში იდგმება პირველი ნაბიჯები შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის განხორციელების გზაზე.
ირანის ხელისუფლება სულ უფრო აძლიერებს ბრალდებებს საზღვარგარეთის ქვეყნების მისამართით, რომლებიც მის შინაურ საქმეებში ერევიან.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ახალი სამოქმედო გეგმა ურთიერთკოორდინაციის რეჟიმში ცალკეული პარტიული სქემების ამოქმედებასაც გულისხმობს.
ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნუსბეკ ევკუროვი მძიმედ დაიჭრა მასზე და მის თანმხლებ პირებზე 22 ივნისს, გამთენიისას, ქალაქ ნაზრანში თავდასხმისას.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონეს მოსაზღვრე სოფელ მუჟავაში, რომელიც წალენჯიხის რაიონს ეკუთვნის, გამთენიისას აფეთქება მოხდა.
გორში ერთი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პოლიციის მიერ დაკავებული ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის გათავისუფლების მოთხოვნით.
ჩამოტვირთე მეტი