საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე დაახლოებით 60-კაციანი კომისიის შემადგენლობაში გამოცდილი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი გვიამბობს ევროკავშირის დროებითი საგამოძიებო კომისიის დელეგაციის ვიზიტზე.
განსხვავებით თბილისისგან, სადაც პროტესტის ნიშნად დადგმული საკნების რაოდენობამ ბოლო ხანს საგრძნობლად იკლო, ზუგდიდში დღეს ახალი საკანი გაჩნდა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები თბილისში ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
დე ფაქტო პრეზიდენტის ოპონენტები, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად გაერთიანებას ცდილობენ. „ოსურმა ოპოზიციამ კოკოითის ომი გამოუცხადა“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბოლო უნდა მოეღოს ამერიკელებსა და მუსულმანების შორის ურთიერთუნდობლობასა და უთანხმოებას.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა სემნების დაუდასტურეს, რომ ხელისუფლებასთან შესახვედრად მზად არიან და დიპლომატს სთხოვეს, რომ ეს პოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს.
Transparency International-ის ანგარიში “გლობალური კორუფციის ბარომეტრი” 69 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს ეფუძნება.
რუსეთის მოსახლეობა რუსეთის ნომერ პირველ მტერ სახელმწიფოდ საქართველოს ასახელებს. რაზე მეტყველებს სოციოლოგიური გამოკვლევის ეს შედეგი?
დეკლარაცია მოიცავს იმავე პრინციპებს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც კისრულობენ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
საზოგადოება მუდმივად ჩართული უნდა იყოს და აკონტროლებდეს, პოლიტიკოსთა დაპირებებიდან რა შესრულდა და რა - არა, და რაც არ შესრულდა, რა მიზეზით?
ვალდებულებათა ქარტიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ უგულვებელყოფილია დემოკრატიული ფასეულობები, ირღვევა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობის პრინციპი.
ჩამოტვირთე მეტი