უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები 17 იანვრისთვისაა დანიშნული. პრეზიდენტობას ერთმანეთს 18 კანდიდატი ეცილება, თუმცა ექსპერტები არჩევნების პირველ ტურში სიურპრიზს არ ელიან. ვარაუდობენ, რომ მეორე ეტაპზე იულია ტიმოშენკო და ვიკტორ იანუკოვიჩი გავლენ.
შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინი და მასთან ერთად მყოფი სენატის ორი რესპუბლიკელი წევრი ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერსა და მისიის ოფისთან შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ.
ახალი წლის პირველ კვირას მედიის ყურადღება, ძირითადად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაკენ გახლდათ მიმართული. 4 იანვრიდან ოფიციალურად დაიწყო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განცხადების მიღება.
ჯონ მაკკეინი ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერსა და მისიის ოფისთან შეკრებილ დევნილებს შეხვდა. ზუგდიდში წასვლამდე კი ამერიკელი სენატორი ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და ჟურნალისტებს შეხვდა.
მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული, გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე სასამარლომ უდანაშაულოდ ცნო. იგი მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ნაწილში დაადანაშაულეს და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - სასჯელის ვადა დაკავების მომენტიდან დაუთვალეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
"თუ ჩვენ, როგორც ერი, პოზიტიურად არ ვუპასუხებთ შეკითხვას, გვსურს თუ არა ნატოს წევრობა,მაშინ ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას, ჩვენ დავკარგავთ დემოკრატიას.”
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერეს ქარტიას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
პრეზიდენტთან ნახევარ საათს გაგრძელდა არასამთავრობო სექტორის 20 წარმომადგენელთან შეხვედრა. ისინი შეთანხმდნენ - თუ როგორ, რა ფორმით უნდა წარუდგინონ საქართველოს პრეზიდენტს ის კანდიდატურები, რომელთა ხილვაც ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე სურთ.
კომპანია "აირზენას" თვითმფრინავი ჩარტერული რეისით თბილისი-მოსკოვი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან "დომოდედოვოს" აეროპორტის მიმართულებით 8 იანვარს გაფრინდა. 120 ადგილიან ბოინგში 85 ადგილის ბილეთი გაიყიდა. ბილეთი 170 ევრო ღირდა.
სასახლის დირექტორი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ახალგორელი მოხელეები მას აიძულებენ სამსახური ოკუპირებული რაიონიდან წეროვანში გადაიტანოს. მეარაყიშვილის აზრით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ახალგორშია საჭირო ქართველი და ოსი ბავშვებისთვის.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ ადგილზე განაცხადების შეტანა უკვე დაიწყო. 11 იანვარს პრეზიდენტმა არასამთავრობოებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თვმჯდომარის სამი კანდიდატურა უნდა დაასახელოს. ცვლილებებამდე ლევან თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და ცესკოს მომავალ თავმჯდომარეს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.
სოფელ ნაბაკევის გამგებლის ნანი ქარდავას განცხადებით, ერთმა რუსმა ოფიცერმა მას იმ ოჯახების სია მოსთხოვა, რომლებიც ამჟამად არ ცხოვრობენ ნაბაკევში, თუმცა, მოთხოვნის მიზანი ან მიზეზი რუს ოფიცერს ნანი ქარდავასთვის არ დაუკონკრეტებია.
ჩამოტვირთე მეტი