კენჭისყრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა, დეპუტატებს მოუწოდა, მისი მხარდაჭერისგან თავი შეეკავებინათ.
უკრაინის მომავალი, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს ინდუსტრიულ რუსულენოვან აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონზე. იქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს პრომოსკოველ კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც 17 იანვრის არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია.
ევროკავშირის შიგნით ჭარბობს მოსაზრება, რომ ვიდრე ევროპას თავისი საბოლოო საზღვრები არ დაუდგენია, უახლოეს მომავალში მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ კავშირში შესვლის შანსი. თურქეთისთვის ფატალურ როლს თამაშობს საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობა.
ეუთოს წევრი ქვეყნების მუდმივ საბჭოზე, ვენაში, ყახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაევი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად მიემხრობა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ განვითარებას.
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო, დღეიდან, ერთი წლით, ყაზახეთის თავმჯდომარეობით იმოქმედებს. ამ 56 წევრიანი ორგანიზაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იბარებს ხელმძღვანელობას.
ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული 2010 წლის სამოქმედო გეგმა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დამტკიცდება. მთავრობის ცნობით, პროექტი მომზადებულია და ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოს წევრ ქვეყნებთან.
იმის პროგნოზირებისთვის, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს, მარტივი არითმეტიკაც საკმარისია - კომისიაში წარმოდგენილი 6 ოპოზიციური პარტიიდან სამმა უკვე თქვა უარი პროცესში მონაწილეობაზე, უკვე ცხადია, რომ საჭირო 4 ხმის შეგროვება ვეღარ ხერხდება.
შესწევს თუ არა ევროატლანტიკურ ალიანსს ძალა, დაიცვას ნატოს ახალი წევრები - ყოფილი საბჭოთა ბანაკის სატელიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები? მედლინ ოლბრაიტმა განაცხადა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ალიანსის მე-5 მუხლიც და რუსეთთან ურთიერთობის ხელახლა გადატვირთვაც.
”რუსი არ გვინახავს საზღვარზე. ჩვენ აფხაზებმა შეგვიმოწმეს საბუთები. ცნობისთვის, გალში არაფერი ხდება განსაკუთრებული. სოფლებში რა ვითარებაა, ვერაფერს გეტყვით”, - ამბობენ გალელები.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში 13-დან 5 კრემლიდან გამოგზავნილი მინისტრია და რუსეთიდან წამოსულ ფინანსებსაც ეს გუნდი აკონტროლებს. ცხინვალის ტელევიზიით მხოლოდ რუსი მოხელეების კრიტიკა ისმის - ედუარდ კოკოითის არავის ახსენებს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. მან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ სამეულის შერჩევა ტიპური შანტაჟია.
კეტრინ ეშტონი დიპლომატიური გამოცდილების არმქონე პოლიტიკოსია. ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე მოსმენებზე სამსაათიანი კითხვა-პასუხის დროს, მან თავი აარიდა ყველა სადავო საკითხზე ლაპარაკს და დეპუტატების თანადგომაც გაინაღდა.
ჩამოტვირთე მეტი