თბილისს სტუმრობს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი-რეი, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მართავს. სწორედ შვეიცარიაა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელი ქვეყანა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, თითქმის ნულამდე დაეცა ეკონომიკური თანამშრომლობის დონეც. საქართველოს შემდეგ რუსეთს ყველაზე ცუდი ურთიერთობა აქვს მეორე მეზობელ სახელმწიფოსთან - უკრაინასთან.
ხარატიშვილმა თავის ორ კონკურენტს, პარლამენტში 15 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, ხმათა საკმაოდ დიდი სხვაობით აჯობა. მან დეპუტატთა 98 ხმა მიიღო, მაშინ როცა ოთარ სიჭინავამ მხოლოდ 19 ხმა მოაგროვა, ლევან თარხნიშვილმა კი - 36.
15 იანვარს ცხინვალში, მოსკოვში, ბრიუსელსა და ბერლინში ერთდროულად გაიმართა ოსური დიასპორების საპროტესტო აქცია. აქციის ორგანიზატორი ოსური დიასპორების ასოციაცია „აღორძინება“ იყო. ცხინვალში დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის კრიტიკაც ისმოდა.
კენჭისყრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა, დეპუტატებს მოუწოდა, მისი მხარდაჭერისგან თავი შეეკავებინათ.
უკრაინის მომავალი, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს ინდუსტრიულ რუსულენოვან აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონზე. იქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს პრომოსკოველ კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც 17 იანვრის არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია.
ევროკავშირის შიგნით ჭარბობს მოსაზრება, რომ ვიდრე ევროპას თავისი საბოლოო საზღვრები არ დაუდგენია, უახლოეს მომავალში მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ კავშირში შესვლის შანსი. თურქეთისთვის ფატალურ როლს თამაშობს საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობა.
ეუთოს წევრი ქვეყნების მუდმივ საბჭოზე, ვენაში, ყახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაევი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად მიემხრობა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ განვითარებას.
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო, დღეიდან, ერთი წლით, ყაზახეთის თავმჯდომარეობით იმოქმედებს. ამ 56 წევრიანი ორგანიზაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იბარებს ხელმძღვანელობას.
ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული 2010 წლის სამოქმედო გეგმა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დამტკიცდება. მთავრობის ცნობით, პროექტი მომზადებულია და ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოს წევრ ქვეყნებთან.
იმის პროგნოზირებისთვის, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს, მარტივი არითმეტიკაც საკმარისია - კომისიაში წარმოდგენილი 6 ოპოზიციური პარტიიდან სამმა უკვე თქვა უარი პროცესში მონაწილეობაზე, უკვე ცხადია, რომ საჭირო 4 ხმის შეგროვება ვეღარ ხერხდება.
შესწევს თუ არა ევროატლანტიკურ ალიანსს ძალა, დაიცვას ნატოს ახალი წევრები - ყოფილი საბჭოთა ბანაკის სატელიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები? მედლინ ოლბრაიტმა განაცხადა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ალიანსის მე-5 მუხლიც და რუსეთთან ურთიერთობის ხელახლა გადატვირთვაც.
ჩამოტვირთე მეტი