ედუარდ კოკოითი თბილისს 2010 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. თუმცა, ზურაბ ნოღაიდელთან და რიგ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შესაძლებლად მიაჩნია.
6 იანვარს გაიხსნა თურქმენეთიდან ირანისკენ მიმავალი ახალი გაზსადენი. ორივე ქვეყნისათვის სასარგებლოა ეს მოვლენა - ის ამცირებს ამ სფეროში რუსეთზე აშხაბადის დამოკიდებულებას, თეირანისთვის კი, დამატებითი ბუნებრივი აირის გარდა, სხვა მხრივ სარგებელსაც ნიშნავს.
ეკონომიკურმა კრიზისმა და სხვა არაერთმა ფაქტორმა კვალი დაამჩნია რუსეთის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას - სააქციო საზოგადოება „გაზპრომს“. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სულ მალე ამ კომპანიის ბატონობის დასასრული დადგება.
მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაერო საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში? ზოგი ფიქრობს, რომ საამისოდ მხოლოდ მცირე შანსი არსებობს, მაგრამ იდეის თაოსანს, ლეიბორისტულ პარტიას, იმედი ჯერ არ გადაუწურავს.
პრეზიდენტმა ობამამ „მიუღებელი“ უწოდა დაზვერვის უწყებების უუნარობას, სწორი დასკვნები გამოეტანათ „საკმარისი ინფორმაციიდან“ საიმისოდ, რომ არ დაეშვათ ამერიკული ავიალაინერის აფეთქების მცდელობა გასული წლის 25 დეკემბერს.
6 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრად იყო ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი. „აირზენა – საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს 8, 9 და 10 იანვარს შეასრულებს.
ახალგორში რუსულ და ოსურ საგუშაგოებზე რუსულ ენაზე გამოკრულია განცხადება, სადაც წერია, რომ 10 იანვრიდან მხოლოდ იმ ქართული პირადობის მოწმობებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, რომელთაც ნოტარიუსით დამოწმებული რუსული ნათარგმნი ეხლება თან.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირის მისია ცხინვალში პირველად შევიდა. დამკვირვებლები იქ კოკოითის ხელისუფლების მიწვევით ჩავიდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, საიდანაც, ოსური მხარის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გენადი პლიევი გაიტაცეს.
დღეს დილით აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსული ადამიანები ადმინიტრაციულ საზღვართან რამდენიმე საათით შეაყოვნეს. გადმოსულების თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის აფხაზური ან რუსული საბჭოთა პასპორტი და 100 რუსული რუბლი უნდა გქონდეს.
აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ 2010 წელს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კიდევ არაერთი ქვეყანა აღიარებს. კიდევ რომელი ქვეყნები შეიძლება დაიყოლიოს კრემლმა?
აშშ-ის მედიის ცნობით, აფეთქება, რომელმაც 30 დეკემბერს ავღანეთში 8 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი აგენტები, შეიწირა, ორმაგმა აგენტმა მოაწყო.
რადიო თავისუფლებაში სტუმრად იყო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნესტან კირთაძე. სტუმარმა ილაპარაკა ლეიბორისტების ინიციატივით მიღებულ მიმრთვაზე, რომელიც გაეროს გენერალურ მდივანს გაეგზავნა და რომელსაც ქართული ოპოზიციური პარტიების უდიდესმა ნაწილმა მოაწერა ხელი.
ჩამოტვირთე მეტი