პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პლენარულ სხდომას წინ უსწრებდა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შედეგიანი კონსულტაცია. სხდომის პარალელურად პარლამენტის წინ გაიმართა საზოგადოების ერთი ნაწილის საპროტესტო აქცია
საქართველოს ხელისუფლებამ მწუხარება გამოთქვა ქართველი ჯარისკაცების მორიგი მსხვერპლის გამო, თუმცა თბილისის მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ქართული მისია ავღანეთში გაგრძელდეს უცვლელად საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატოს წარმომადგენლობის გახსნა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის გახსნას ალიანსთან პარტნიორობის გამყარების გზაზე წინგადადგმული ახალი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთვის მიცემული ყველა დაპირების ერთგული რჩება.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამხურებმა ფარდა ახადეს გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისტულ თავდასხმებს ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, არჩევნებზე, ეუთოს ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ოპოზიციური დაჯგუფებების კონტურები იკვეთება. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაადასტურა საფრანგეთში მცხოვრები ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო გაერთიანების სურვილი.
30 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის მნიშვნელობაზე.
დიცელებმა სოფლის სიახლოვეს რამდენიმე ადამიანი შენიშნეს, რომლებსაც ხელში რუკები ეჭირათ და ტერიტორიებს არმატურის ძელებით ნიშნავდნენ. მონიშნული ტერიტორიების იქით ადგილობრივი მაცხოვრებლების მიწის ნაკვეთები, საძოვრები და სარწყავი არხი მოხვდა.
მთელი ევროპის მასშტაბით მუშა-მოსამსახურეების საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტი მიმართულია მთავრობების მიერ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის წინააღმდეგ. მუშათა კავშირები შიშობენ, რომ კრიზისის ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ მუშა-მოსამსახურეები ხდებიან.
სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში თავის მხარდამჭერ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მოუყარა თავი. მისი მიზანი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიღწევაა.
თანამდებობიდან გადაყენებული მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი პირობას დებს, რომ კანონიერი მეთოდებით დაუპირისპირდება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, რომელსაც რეპრესიის ატმოსფეროსა და შიშის დანერგვაში სდებს ბრალს.
ჩამოტვირთე მეტი