ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს რეგიონებში პრაქტიკულად გაქრა, თუმცა ბოლო ხანს გამოცოცხლებაც იგრძნობა. ამ თემაზე ”რეგიონულ მაცნეში” მოისმინეთ სიუჟეტები გორიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბოსნიის ყველა ეთნიკურ ჯგუფს მოუწოდა, განახორციელონ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. კლინტონმა დღეს დაიწყო ბალკანეთში ორდღიანი ვიზიტი.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ. რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან?
დღეს პარლამენტს მესამე მოსმენით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ უნდა ემსჯელა. კონსტიტუციის მესამე მოსმენით კენჭისყრა ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრის ლევან ვეფხვაძის მოთხოვნით გადაიდო.
ხანგრძლივი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარისა და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის ერთ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანების გარშემო ახალი, ”ქართული პარტიის” დაფუძნებით დასრულდა.
12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, მრავალპარტიული დემოკრატიის ჰოლანდიური ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში. მან ილაპარაკა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ორი კვლევის შესახებ.
საფრთხეების განსხვავებული აღქმის გამო აშკარად განსხვავებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაც. რა როლს თამაშობენ უსაფრთხოების ამჟამინდელ სცენარში რუსეთი და ნატო და რამდენად არის შესაძლებელი სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნის უსაფრთხოების საერთო სისტემის შექმნა.
ვენეციის კომისიამ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაელოდოს და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ზედმიწევნით გაითვალისწინოს მისი საბოლოო რეკომენდაციები.
გასული კვირის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში იმყოფებოდა გალის რაიონში, სადაც საგანგებო თათბირი გამართა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი.
100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დღეს სერბიის დედაქალაქში მომხდარი შეტაკების შედეგად. ბელგრადში კვირას დაახლოებით 1000 ადამიანი მონაწილეობდა გეი-აღლუმში. მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოებას 5 ათასზე მეტი პოლიციელი იცავდა, თუმცა მათ ვერ მოახერხეს დაპირისპირების თავიდან აცილება.
გასული კვირის მოვლენებიდან გამორჩეული იყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშის გამოქვეყნება. თომას ჰამარბერგის წლიურ ანგარიშში, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტების საფუძველზე, კრიტიკულადაა შეფასებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დაცვის პრინციპების შესრულების მდგომარეობა.
ჩამოტვირთე მეტი