ბიშკეკში ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო და ხმების გადათვლა მოითხოვა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი. მან იმ ბრძანებულებაზე ილაპარაკა, რომლის თანახმადაც, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ.
„კონფლიქტის მოგვარების მომავალს დასავლეთი საზღვრებს მიღმა თანამშრომლობაში ხედავს“ - ასეთია სახელწოდება ორდღიანი კონფერენციისა, რომელსაც ბიოლის ფონდმა უმასპინძლა და რომელიც ფინეთის მხარემ დააფინანსა. რას გულისხმობს ’თანამშრომლობა საზღვრებს მიღმა’?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია და ცვლილებები დაჩქარებული წესით, საზოგადოებისგან მალულად, პირველი მოსმენის გარეშე მიიღო.
14 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 რაუნდისთვის თუკი საქართველო ძირითად აქცენტს, მაგალითად, დევნილების ღირსეული დაბრუნების თემაზე აკეთებს, სეპარატისტული რეგიონები კვლავაც უპირველეს ამოცანად თვლიან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას თბილისთან.
როგორი უნდა იყოს ევროპა 2025 წელს? რა დაგვანახა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ სხვა პოტენციურ კონფლიქტებთან მიმართებით? - ამ და სხვა საკითხებზე იყო საუბარი კონფერენციაზე, რომელსაც ბერლინმა უმასპინძლა 7 და 8 ოქტომბერს.
წყნარი ოკეანის აზიის წყლებში კუნძულების გარშემო მიმდებარე ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თანახმად, რეგიონალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სარაევოში ვიზიტით დაიწყო ტურნე ბალკანეთის ქვეყნებში და, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ეთნიკური განხეთქილებების დაძლევა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს რეგიონებში პრაქტიკულად გაქრა, თუმცა ბოლო ხანს გამოცოცხლებაც იგრძნობა. ამ თემაზე ”რეგიონულ მაცნეში” მოისმინეთ სიუჟეტები გორიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბოსნიის ყველა ეთნიკურ ჯგუფს მოუწოდა, განახორციელონ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. კლინტონმა დღეს დაიწყო ბალკანეთში ორდღიანი ვიზიტი.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ. რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან?
ჩამოტვირთე მეტი