პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტია, დოკუმენტი, რომელიც ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ ინიცირებულია და რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი საბჭოთა სიმბოლიკას ებრძვის, მეორე ნაწილი ლუსტრაციის პროცესებს არეგულირებს. მესამე კი, „პატრიოტის აქტის“ სახელით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გარკვეულ პირობებში გაზრდილ უფლებებს მოიცავს.