აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აზიაში ათდღიან მოგზაურობას განაგრძობს. ის ინდონეზიას ეწვია, ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მაჰმადიანი მოსახლეობა ჰყავს. ბარაკ ობამასთვის ინდონეზიაში სტუმრობა იმ მხრივაც არის ღირსსახსოვარი, რომ მას იქ ბავშვობის ოთხი წელი აქვს გატარებული.