ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში, დაახლოებით, ოთხი საათის მანძილზე მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური პარტია, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას გამოეხმაურნენ.