დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ქუთაისში, სადაც მთავრობის ახალი სახლის მშენებლობის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, თბილისიდან ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიპარებით, ჯერ პარლამენტი შემოგაპარეთ, ახლა კი – მთავრობაო. რა გეგმები აქვს ხელისუფლებას?