ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ახალი ინიციატივა გაახმაურა. იმის დასტურად, რომ კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აპირებს, საქართველო მზად არის, ასე ვთქვათ, დამატებითი გარანტიები დაურთოს 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებას.