თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს კვლავ შეიკრიბნენ წარმომადგენლობითი სახალხო კრების მონაწილენი და მათი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიების ლიდერები. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს გამართულ შეკრებაზე დამსწრეთა ნაწილმა დაშლა არ ისურვა, რის გამოც ორგანიზატორები იძულებულნი იყვნენ აქცია დღეს განეახლებინათ.