კვირის ყველაზე გახმაურებული მოვლენა 5 ნოემბრით თარიღდება, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი კიდევ ერთი ჯაშუშური ქსლის გამოვლენის შესახებ.
„ქართული აკადემია“ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას მოითხოვს და მათ მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, ე. წ. გრუ-სთან, ფარულ კავშირში ეჭვმიტანილი 13 პიროვნების დაკავების ფაქტი.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით რუსეთზე გრძელდება საერთაშორისო ზეწოლა, რათა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორიები, – განაცხადა ფილიპ გორდონმა.
გორში ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ. ბავშვებს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აინტერესებდათ.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 პირის დაკავების ფაქტი დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს შსს-მ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ ორჯონიკიძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოვლენილია ათობით პირი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.
5 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ კორძაია, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი. მან ილაპარაკა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. თამარ კორძაიას თქმით, არსებობს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის პირდაპირი და ირიბი გზა, და ამის კონკრეტული მაგალითებიც მოიშველია.
სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ხორვატიაში იმყოფება. მისი ვიზიტის მიზანია იმ ჭრილობების მოშუშება, რომლებიც ჯერ კიდევ მტკივნეულია და იუგოსლავიისგან ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდს ეხება.
ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვოლებეკს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა და მათი უფლებები აინტერესებდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში თბილისში იმყოფებოდა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები. ეს მისი მორიგი სამუშაო ვიზიტი იყო. შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ ტერიტორიების მიმართ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა იყო. სწორედ ამის შესახებ საუბრით იწყება ინტერვიუ პეტერ სემნებისთან, რომელიც ნინო გელაშვილმა ჩაწერა.
კიშინიოვში გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ თბილისში, ემოციები ჯერაც არ განელებიათ. მათი თქმით, მიუხედავად დაძაბული მომენტებისა, ჰქონდათ შეგრძნება, რომ მეგობრებს ელაპარაკებოდნენ.
ანდერს ფოგ რასმუსენის მოსკოვში 3 ნოემბერს სტუმრობის მთავარი მიზანია მზადება ლისაბონის სამიტისთვის, რომელზეც მხარეებმა ურთიერთობა ახალი, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყონ. ურთიერთობების განახლების პერსპექტივას მხარეები საკმაოდ დიდი ოპტიმიზმით უყურებენ.
ჩამოტვირთე მეტი