10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია შეერთებული შტატების სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის შესახებ, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული და რომელიც რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებით არაერთ კონკრეტულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბოლათ ნურგალიევი დაესწრნენ.
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყოფილ სახელმწიფო ბანკებში ანაბრების მქონე პირებს კომპენსაციის დადგენისთვის სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევთ. რადიო თავისუფლებამ კანონპროექტის ინიციატორებთან დაკავშირება სცადა.
მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნში, სადაც გრძელდება საერთაშორისო კონფერენცია კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, წინასწარვე ითქვა, რომ არ აპირებენ კლიმატური ცვლილებების თემაზე რაიმე ახალი ხელშეკრულების მიღებას. 8 დეკემბერს კანკუნის კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.
რუსეთის მაიორის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვი 2 დღის დაგვიანებით გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო უწყება აფეთქებებს საქართველოს სპეცსამსახურების ნახელავად მიიჩნევს.
აშშ აღარ აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა, რომლის მიზანიც იყო ისრაელის დაყოლიება დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის გაგრძელებაზე. ამ მოთხოვნას პალესტინელები ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკების განახლების პირობად ასახელებენ.
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ და პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. ჟენევის დისკუსიის მე-14 რაუნდი 16 დეკემბერს გაიმართება.
წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბირო ორგანოს დღეს პირველი ორგანიზაციული შეკრება ჰქონდა. 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ კრების დელეგატების მიერ არჩეულმა 74-კაციანმა სათათბირომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.
მას შემდეგ, რაც 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა რუსი მაიორის მიერ დაგეგმილი სერიული ტერორისტული აქტების საქმე, ლოგიკურად გაჩნდა შეკითხვა: სამომავლოდ რამდენად არის დაცული საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე მსგავსი ტიპის საფრთხისგან?
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. მან ილაპარაკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილად გამოცხადებულ რამდენიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებულ საქმეზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცები ავღანეთიდან სახლში, შესაძლოა, უკვე 2011 წელს დაბრუნდნენ. კამერონი ამ განცხადებით დღეს გამოვიდა, ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტისას.
”ვიკილიკსის” დამაარსებელი, 39 წლის ჯულიან ასანჟი, რომელიც ბოლო კვირის მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად იქცა, თვითონვე გამოცხადდა ლონდონის პოლიციაში, მისი ადვოკატების მიერ შეთანხმებულ დროს და ადგილას. ის დააპატიმრეს.
ჩამოტვირთე მეტი