მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც კრიზისის დინამიკას სხვადასხვა ქვეყანაში აკვირდება, საქართველოზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეთოთხმეტე რაუნდზე, საქართველოს დელეგაცია ჩადის.
საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც პარლამენტმა 17 დეკემბერს დაამტკიცა.რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია კვლავაც საუბრობს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ხელისუფლების მიერ პრიორიტეტების არაადეკვატურ განსაზღვრაზე.
კვირას ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. გავრცელებული ვარაუდით, ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით შეუდგება ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობის აღსრულებას.
ორი დღეა ახალგორის რაიონში ინტენსიური სროლის ხმა ისმის. რუსული და ოსური სამხედრო დანაყოფები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. რუსები სროლას მაშინაც კი არ წყვეტენ, როცა ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩადიან. წუხელ ახალგორში სროლა ღამის 2 საათამდე არ შეწყვეტილა.
16 დეკემბერს პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა საერთაშორისო დისკუსიების მე-14 რაუნდი, რომელზე განსახილველ უმთავრეს საკითხად ასახელებდნენ ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საკითხს.
რუსეთის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა პროგრამა „საუბარი ვლადიმირ პუტინთან. გაგრძელება“ - ყოველწლიურ ტრადიციად ქცეული კითხვა-პასუხი, რომლისადმი ინტერესიც წინასწარვე დიდი იყო. პროგრამის დაწყებამდე პუტინის სახელზე შევიდა 700 000-ზე მეტი შეკითხვა.
ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის საქმეს გამოეხმაურა ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი - ბრიტანეთში გამომავალ „გარდიანში“ დაბეჭდა სტატია, სადაც წერს, რომ ხოდორკოვსკის ბედი გამოაჩენს მიმართულებას, საითკენაც რუსეთი ვითარდება.
რამდენიმე დღეში, 24 დეკემბრამდე, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა დატოვონ დევნილთა ჩასახლების 30 ობიექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია შენობებიდან მათ ძალით გაასახლებს. დევნილები თბილისიდან პერიფერიებში გადასვლას არ აპირებენ.
16 დეკემბერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში შეერთებული შტატების საქმიანობის დაპირებულ სტრატეგიულ მიმოხილვას გამოაქვეყნებს. მიუხედავად ავღანეთის უსაფრთხოების კუთხით მიღწეული წარმატებებისა, დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ხაზგასმული იქნება მნიშვნელოვანი სირთულეების არსებობაც.
არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის მძიმე ბრალდება წაუყენეს. მას 1990-იანი წლების ბოლოს იმ კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ბრალდება, რომელიც იარაღით და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა.
ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველ მთავარ საკითხად კვლავაც ძალის გამოუყენებლობის პრობლემური საკითხი სახელდება. 16 დეკემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებს დამატებითი ინტრიგა შესძინა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოთქმულმა სამშვიდობო ინიციატივამ.
ჩამოტვირთე მეტი