თბილისი უკომენტაროდ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ მარტიმ, რომელიც საქართველოში 20 დეკემბერს, რუსეთში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა.
რუსი "მესაზღვრეები" ახალგორში იმ პირებს აღარ უშვებდნენ, რომლებსაც ადგილობრივი რეგისტრაცია არა აქვთ. საგუშაგოდან არაერთი ადამიანი უკან გააბრუნეს.
ბელორუსიის ვეტერანი პრეზიდენტი - ალექსანდრ ლუკაშენკა - აცხადებს, რომ 19 დეკემბრის არჩევნებში მეოთხე ვადითაც მოიპოვა პრეზიდენტობა, დიდი უპირატესობით. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყნის დედაქალაქი - მინსკი - კვირა საღამოს ძალადობამ მოიცვა.
მინსკში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეჭრა სცადეს პარლამენტის შენობაში, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უდევს ბინა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც კრიზისის დინამიკას სხვადასხვა ქვეყანაში აკვირდება, საქართველოზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეთოთხმეტე რაუნდზე, საქართველოს დელეგაცია ჩადის.
საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც პარლამენტმა 17 დეკემბერს დაამტკიცა.რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია კვლავაც საუბრობს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ხელისუფლების მიერ პრიორიტეტების არაადეკვატურ განსაზღვრაზე.
კვირას ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. გავრცელებული ვარაუდით, ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით შეუდგება ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობის აღსრულებას.
ორი დღეა ახალგორის რაიონში ინტენსიური სროლის ხმა ისმის. რუსული და ოსური სამხედრო დანაყოფები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. რუსები სროლას მაშინაც კი არ წყვეტენ, როცა ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩადიან. წუხელ ახალგორში სროლა ღამის 2 საათამდე არ შეწყვეტილა.
16 დეკემბერს პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა საერთაშორისო დისკუსიების მე-14 რაუნდი, რომელზე განსახილველ უმთავრეს საკითხად ასახელებდნენ ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საკითხს.
რუსეთის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა პროგრამა „საუბარი ვლადიმირ პუტინთან. გაგრძელება“ - ყოველწლიურ ტრადიციად ქცეული კითხვა-პასუხი, რომლისადმი ინტერესიც წინასწარვე დიდი იყო. პროგრამის დაწყებამდე პუტინის სახელზე შევიდა 700 000-ზე მეტი შეკითხვა.
ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის საქმეს გამოეხმაურა ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი - ბრიტანეთში გამომავალ „გარდიანში“ დაბეჭდა სტატია, სადაც წერს, რომ ხოდორკოვსკის ბედი გამოაჩენს მიმართულებას, საითკენაც რუსეთი ვითარდება.
ჩამოტვირთე მეტი